დღის ახალი ამბები

რონალდუმ ხვიჩას გამო შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს - რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში

რონალდუმ ხვიჩას გამო შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს - რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში

გავლენიანი იტალიური სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ ტურინის იუვენტუსმა და ხვიჩა კვარაცხელიამ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ქართველის სანაცვლოდ ტურინელები მზად არიან 20 მილიონი ევრო გადაუხადონ რუბინს.

იუვენტუსის ხელმძღვანელობა გუნდის სრულ გადრაქმას იწყებს და უდიდესი ალბათობით ამჟამინდელი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს.

იტალიური გამოცემები წერენ რომ ხელშეუხებლები ნახევარდაცვასა და შეტევაში მხოლოდ ფედერიკო კიესა, ვესტონ მაკენი და დეიან კულუსევსკი იქნებიან. გუნდი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს და კვარაცხელიას გარდა, რამდენიმე სხვა ტალანტის ყიდვაც სურთ.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, სწორედ გუნდის გარდაქმას შესაძლოა შეეწიროს მისი ტურინული კარიერა. ევროპული გამოცემები იუწყებიან, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უდიდესი ალბათობით ზაფხულში მანჩესტერ "იუნაიტედში" დაბრუდნება, სადაც 1 წელს გაატარებს, შემდეგ კი მშობლიურ "სპორტინგში" დაასრულებს კარიერას.




გაზიარება
მოინახულეს 7 963-ჯერ
კომენტარები
რეკლამა