მანუჩარ მარკოიშვილის 17 ქულა ”მონტეპასკისთან”

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 15-ნოე, 16:329 Sportnews 1979


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა მანუჩარ მარკოიშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის "კანტუ" ბოლო წლების საუკეთესო იტალიურ გუნდს "მონტეპასკის" დაუპირისპირდა და 72:75 დამარცხდა. მარკოიშვილმა კი 25 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საინტერესოა, რომ მანუჩარი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, თუმცა თავის გუნდში მაინც გამორჩეული გახლდათ.

მე-4 გამარჯვება მოიპოვა იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველის ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა". ბოლონიელებმა სტუმრად ჩემპიონატის აუტსაიდერი "კაზერტა" 71:63 დაამარცხეს, თუმცა, ამ წარმატებაში ქართველ ლეგიონერს მხოლოდ მიზერული წვლილი მიუძღვის. ვიკას მწვრთნელებმა 6 სათამაშო წუთი აკმარეს, რომლის განმავლობაში მან თითო მოხსნა-ჩაჭრის გაკეთება მოახერხა.

"მონტეპასკი" და "ვირტუსი" 4-4 მოგებით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, "კანტუ" ჯერჯერობით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ლიდერი ჩემპიონატის ერთადერთი უდანაკარგო გუნდი, "მილანია".

ადრიატიკის ლიგაში კი გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ" საშინაო შეხვედრაში "შიროკი" 107:70 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 12.45 წუთში 10 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და თითო მოხსნა-დაფარება გაიფორმა.7 ტურის შემდეგ, "ოლიმპიას" 5 მოგება აქვს და "ჰემოფარმსა" და "ნიმბურკთან" პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი