გოგუაც "ვოლგაში"?

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 15-ნოე, 23:139 Sportnews 2305


საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის ”სპარტაკის” ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, სეზონთშორის პერიოდში, შესაძლოა პრემიერლიგაში გადაბარგებული ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას” პირველი ახალწვეული გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას OneDivision.ru ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელს რუსეთში ნალჩიკელთა გარდა ”ხიმკის”, ”სატურნისა” და “ტერეკის” ღირსებაც დაუცავს, მიმდინარე სეზონში კი იურ კრასნოჟანის მიერ დარიგებული ”სპარტაკის” მაისური 25 მატჩში მოირგო და 3 გოლი გაიტანა, აქედან ერთი მოსკოვის ცსკა-ს კარში.

ნოვგოროდულ კლუბში, რომლის მთავარი მწვრთნელიც ომარ თეთრაძეა, აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თუმცა, არც უარყვიათ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ”ვოლგას” რიგებში უკვე ირიცხებიან ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე.

ასევე მინდა შეგახსენოთ ორი ფაქტი. პირველი გოგუას გარდა , "ვოლგა" ქართველო თავდასხმელით მათე ვაწაძითაც არის დაინტერესებული, რომლის შესახებაც დღეს გამცნეთ. მეორე კი გოგუასადმი სავარაუდო ინტერესი შოთა არველაძეს მიერ გაწვრთნილ კლუბსაც აქვს, რომლის შესახებაც ადრე გითხარით.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ნოემბერი 2010 16:17
ეს მემგონი 5 იქნება
Sportnews 15 ნოემბერი 2010 23:15
ოთხი ქართველი უკვე არის ვოლგაში, მაგათ თუ კიდევ ორი დაემატა, რაც ნაკლებად მგონია, ფაქტიურად გუნდის 1/3 ქართველები იქნებიან.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი