ბერლუსკონი: მილანმა სერია A და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 16:019 beqa_beqa 1569


იტალიის პრემიერ-მინისტრმა და ”მილანის” მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ მილანურ დერბიში ”ინტერის” დამარცხების გამო კმაყოფილება გამოთქვა. ამ გამარჯვების წყალობით, ”როსონერიმ” სერია A-ს ლიდერობის დაბრუნება შეძლო და იტალიის მოქმედ ჩემპიონთან სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა.

”შეხვედრას ჩემს შვილთან ლუიჯისთან ერთად ვუყურებდი და მატჩისგან სიამოვნება მივიღეთ. მოხარული ვარ, რომ ”ინტერთან” წინა სამ დაპირისპირებაში წარუმატებლობის შემდეგ გამარჯვება შევძელით. ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ამტკიცებს, რომ გუნდს ჩემპიონატში უმაღლესი ადგილი ეკუთვნის. ”მილანის” მიზანი უცვლელი რჩება - მოვიგოთ სერია A და ჩემპიონთა ლიგა”, - აღნიშნა ბერლუსკონიმ.

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ. და არამარტო ის, რომ იბრაჰიმოვიჩმა ”ინტერი” დასაჯა. ამ მოგებას იმით მივაღწიეთ, რომ ბევრმა თავი დადო. თითქმის მთელი მეორე ტაიმი ხომ რიცხვობრივ უმცირესობაში გავატარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაკლდა ძირითადის ფეხბურთელები: პატო, რონალდინიო და ინძაგი. მიხარია, რომ არჩევანი ალეგრიზე შევაჩერეთ", - დასძინა "მილანის" მეპატრონემ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ნოემბერი 2010 16:21
ნუ ოცნებონ ტყუილად :დ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი