<<>>

ასტონ ვილა ბენზემას, პირესს და სისეს უმიზნებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 19:339 beqa_beqa 1620


"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. ფრანგი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მისი კლუბი შეძლებს იჯარის წესით "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა გადაიბიროს.

"ლიონის" ყოფილი თავდამსხმელი ჯერჯერობით ვერ ახერხებს მადრიდელთა სასტარტო ფეხბურთელად გახდომას. ამასთან, "გალაქტიკოსები" გუნდის შემტევი ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავენ. ფრანგი თავდამსხმელის გარდა, "ასტონ ვილას" პოტენციური ახალი ფეხბურთელების სიაში რობერ პირესი და ჯიბრილ სისე შედიან.

"თუ ქარიმი "ასტონ ვილაში" გადმოსვლას ისურვებს, ხვალვე გავუფორმებთ ხელშეკრულებას. კლუბი მზადაა, მას შემადგენლობაში მუდმივი ადგილი შესთავაზოს. ოუენის ყიდვას კი ნუ დაელოდებით. ეს ნაბიჯი არალოგიკური ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ მალე მწყობრში ჩადგებიან ემილ ჰესკი და ჯონ კარეუ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იანვარში ერთი-ორ ახალ ფეხბურთელს გავუფორმებთ კონტრაქტს", - განაცხადა ჟერარ ულიემ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ნოემბერი 2010 19:34
ბენზემა ნაკლებად დანარჩენი ვინც გინდა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი