Image

ტერი ტკივილს ვეღარ უძლებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 20:289 FCB 1152


















“ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი შიშობს, რომ რამდენიმე კვირის და შესაძლოა, რამდენიმე თვითაც ვერ შეძლოს თამაში. მას აუტანელ წამებას ჰგვრის ფეხის ნერვის ტკივილი, რომელიც გასული სეზონის ბოლოდან სატანჯველად ექცა.
“ვცდილობდი, ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია და რამდენადაც შემეძლო მეთამაშა. უშუალოდ მატჩის დროს ტკივილგამაყუჩებლის და აგრეთვე ადრენალინის მოქმედებით მე ასე თუ ისე ვუძლებ, მაგრამ დასრულდება თამაში და აგონიაში ვვარდები. ღამეები არ მძინავს. ახლა ისეთ სტადიაზე ვარ, რომ არჩევანის გაკეთებაც აღარ შემიძლია. უნდა გავჩერდე და რაიმე საშუალება ვიპოვო, რათა ჩემს სხეულში ანთებული ხანძარი ოდნავ მაინც ჩავაცხრო. შესაძლოა, რამდენიმე კვირით, ან ვინ იცის, თვეებითაც ვერ შევძლო თამაში” - ამბობს “ჩელსის” განაწამები კაპიტანი და სამკურნალოდ იტალიაში წასვლას აპირებს.
თერის არყოფნა უკვე ეტყობა “ჩელსის”, რომელი მის გარდა მოისაკლისებს დამტვრეულ ფრენკ ლამპარდს და დისკვალიფიცირებულ მიკაელ ესიენს. დედაქალაქელებმა ამ უქმეებზე 2:3 შოკისმომგვრელი მარცხი განიცადეს “სანდერლენდთან” და იმ შეხვედრაში აშკარად ეტყობოდათ დაცვაში კაპიტნის არყოფნა. ტერი აგრეთვე ვერ ითამაშებს ამ ოთხშაბათს “უემბლიზე” საფრანგეთის წინააღმდეგ და საერთოდ, როგორც ამბობს, კარგა ხანი დასჭირდება გონზე მოსასვლელად

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ნოემბერი 2010 20:30
ჯონი მაგარი კაცია ძან
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა