დიდი ქალაქის მერს პატარა ავტომობილები უყვარს - დაათვალიერეთ კახა კალაძის "ავტოპარკი"

პირადი ცხოვრება 13-May, 10:189 Sportnews 11 890
image


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილია მისი ძალიან დახვეწილი გემოვნებით. მის ჩაცმულობაზე პრესა ხშირად წერს და უმეტეს შემთხვევაში მას გემოვნებას უწონებს. საზოგადოებაშიც და მის ოპონენტებშიც კი კალას გემოვნება აღიარებას იწვევს. მერის საქმიანობის წლის ანგარიშზე კი  მისი „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლები  უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე ეკრანზე გამოტანილი საქმიანობის ამსახველი გრაფიკა.

ქალაქის თავკაცი ასევე ცნობილია ავტომობილებისადმი სიყვარულით, თუმცა, მას ამ ბოლო დროს ერთი „უცნაურობა“ აღენიშნება. სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა ყველას გვახსოვს მისი გრანდიოზული Bentley და Range Rover-ი, მის ავტოფარეხში მდიდრული სპორტული ავტოებიდან Mercedes- AMG GT-ის,  Mercedes- AMG G Class-ისა და სხვა ავტოებს ახლაც იპოვით. თუმცა მერად არჩევის შემდეგ კალაძემ „ფერი იცვალა“ და დიდი ზომის ავტომობილებიდან არათუ პატარა, არამედ ძალიან პატარა ავტომობილებზე გადაჯდა.

ჯერ იყო და MINI-თ მოძრაობდა, შემდეგ იტალიური Fiat 500-ით აი ახლა კი კიდევ უფრო პატარა ზომის - 0,9 ლიტრიან ტურბოძრავიან 2018 წლის ორადგილიან Smart-ზე გადაჯდა.



როცა ვიკითხეთ რატომ ასეთი პატარა ავტომობილები, გვიპასუხეს რომ ურბანულ სივრცეში ამ ტიპის ავტომობილებით გადაადგილება მეტად კომფორტულია ხოლო კალაძე პრაქტიკულობას ანიჭებს უპირატესობასო. ისიც გავიგეთ, რომ თურმე მერი მძღოლის სამსახურზე უარს ამბობს, სამსახურში თავად ატარებს და სხვდასხვა ღონისძიებებზეც თავად დადის მისი „პიპიებით“.

მოკლედ, თავის დროზე მილიონერი სელებრითისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით შემკობილი კალა, ახლა თანამედროვე მერის შესაფერისად იქცევა და სხვა ქართველი ჩინოვნიკების უმეტესობისგან ამითაც გამორჩეულია, რომლებიც „ორსართულიანი პრადოებიდან“ ვერ გადმოჯდნენ.







წყარო: autobild.ge








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
სიტი-რეალი