გარონემ გადაწყვიტა – კასანოს უშვებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-ნოე, 20:379 FCB 1460


გენუის “სამპდორიას” პრეზიდენტის, რიკარდო გარონეს განცხადებით, მის კლუბში ანტონიო კასანოს დრო ამოიწურა. ფეხბურთელსა და პრეზიდენტს შორის არსებული დავის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჯერ კიდევ იყო იმის შანსები, რომ რთული ხასიათით გამორჩეული თავდამსხმელი გენუაში დარჩენილიყო. თუმცა, თუ გარონეს სიტყვებს დავუჯერებთ, მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება გამორიცხულია.
“სამპდორიაში” კასანოს დრო ამოიწურა. იმედი მაქვს, იგი საკუთარი ტალანტის წარმოსაჩენად შესაბამის ადგილს მოძებნის. ნებისმიერ შემთხვევაში, კონტრაქტის გაწყვეტა თავიდან ბოლომდე მისი ბრალია. ის ყველაფერი, რასაც იგი ლაპარაკობდა, ჩემთვის პირად საუბარში რომ ეთქვა, ჩემგანაც საზღაურს მიიღებდა და ამით მორჩებოდა ყველაფერი” – აცხადებს “სამპდორიას” პრეზიდენტი, რომელიც კასანოს “რეალში” შესაძლო დაბრუნების შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს – “რეალი”? თუ მადრიდელთა პრეზიდენტს ისეთივე მორალური ღირებულებები აქვს, როგორც კასანოს, დაე წაიყვანოს იგი თავისთან”.
შეგახსენებთ, რომ კასანო “რეალში” 2006-08 წლებში თამაშობდა და მადრიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 25 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ნოემბერი 2010 20:40
გასაშვებია აბა რა არი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი