ინგლისს უილშირიც გამოაკლდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 00:179 FCB 1480


ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს საკადრო პრობლემები არ ელევა. როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინათ, მას ჯონ ტერი, ეშლი კოული და გაბრიელ აგბონლაჰორი გამოაკლდნენ, რომლებსაც უკვე ჯეკ უილშირიც შეუერთდა. “არენალის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და იძულებული გახდა ნაკრები დაეტოვებინა.
გარდა უილშირისა, მცირე ტრავმები მიიღეს იაგიელკამ და ჯო ჰარტმა, მაგრამ ისინი, ჯერჯერობით, ნაკრებთან ერთად რჩებიან.
ინგლისელთა რიგებში კარგი ამბებიცაა, რომლებზეც თავად კაპელო საუბრობს: “კეროლი გამოჯანმრთელდა და იგი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ასეთივე სიტუაციაა ჰენდერსონისა და გიბსონის შემთხვევებშიც” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 17 ნოემბერს, საფრანგეთს გაეჯიბრება ამხანაგურად.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი