კატასტროფული ინფორმაცია სერხიო რამოსზე

ფეხბურთი 24-May, 14:009 Sportnews 1 516
image


მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს.

"წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რამოსი განაცხადს მიღმა დატოვა.

მიუხედავად იმის, რომ ესპანელ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, ის "რეალის" ბოლო მატჩში განაცხადში იყო და ჯამრთელობის მდგომარეობის მიხედვით მას ევროპაზე თამაში შეეძლო.

" რამოსი იმიტომ დარჩა განაცხადს მიღმა, რომ იანვრის მერე ბევრი არ უთამაშია და გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი არ უწევდა. ეს არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება." - განაცხადა ლუის ენრიკემ.


ასევე აღსანიშნავია, რომ პირველად ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ნაკრებში არც ერთი "რეალის" ფეხბურთელი არაა გამოძახებული.








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
სიტი-რეალი