"კალიარი" დონადონის ჩააბარეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 10:419 FCB 1545


"კალიარის" ახალი თავკაცი ჰყავს - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვებული პიერპაოლო ბიზოლი იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა რობერტო დონადონიმ შეცვალა. სარდინიულმა კლუბმა ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
ბიზოლის შესაძლო დათხოვნის თაობაზე იტალიური პრესა ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდა. მისი ხელმძღვანელობით "კალიარიმ" 12 საჩემპიონატო შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება შეძლო. ამასთან, ბიზოლის გუნდის ლიდერებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაც სარდინიელთა ბანაკში არსებულ ატმოსფეროს შესამჩნევად აფუჭებდა. კლუბის მესვეურებს მოთმინების ფიალა ბოლო ტურში, "ჯენოასთან" საკუთარ მოედანზე წაგებულმა შეხვედრამ (0:1) აუვსო, რის შემდეგაც ბიზოლის გათავისუფლება საბოლოოდ გადაწყდა.
47 წლის დონადონიმ კი, "კალიარის" პრეზიდენტთან, მასიმო ჩელინოსთან მან უკვე ყველაფერი შეათანხმა და კონტრაქტიც ოფიციალურად გააფორმა. სარდინიელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ დონადონი, რომელსაც იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 63 მატჩი აქვს ჩატარებული (გაიტანა 5 გოლი), გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. დღესდღეობით "კალიარის" აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მყოფ "ჩეზენასა" და "ბრეშასთან" მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება დონადონის სამწვრთნელო გამოცდილებას, სხვადასხვა დროს იგი "ლივორნოს" (2002-03, 2004-06 წლები), "ჯენოასა" (2003) და "ნაპოლის" (2009) ედგა სათავეში. იტალიის ნაკრებს კი 2006-08 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით "სკუადრა აძურამ" ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ არადამაჯერებლად ითამაშა, ხოლო მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
"კალიარის" თავკაცის პოსტზე დონადონის დებიუტი კვირას შედგება, როცა მისი გუნდი "ბრეშას" ესტუმრება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (213)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი