ჟერარ ულიე ბენზემას იჯარით აყვანაზე საუბრობს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 11:409 FCB 1568


ჟერარ ულიე ახალი მისულია “ასტონ ვილაში” და უკვე ჩანს მისი სამწვრთნელო თუ არა სატრანსფერო ნამუშევარი. ფრანგი სპეციალისტი უკვე გაურიგდა თავისუფალ აგენტს, ვეტერან თანამემამულე რობერ პირესს, ახლა კი კიდევ ერთ ფრანგზე, თვით მადრიდის “რეალის” საკეთრება ქარიმ ბენზემაზე მიაქვს იერიში, რომელიც პირესზე არც მეტი არც ნაკლები 14 წლით უმცროსია. “ვილას” ბოსები შესაძლოა არ დათანხმდნენ ამ ძვირადღირებული თავდამსხმელის ყიდვას, მაგრამ ულიე იმედოვნებს, რომ იჯარის ფულს მაინც გაიღებენ და “რეალიც” არ იქნება წინააღმდეგი, ძირითადად უქმად მყოფ საკუთარ მოთამაშეში რამდენიმე ათეული ათასი გააკეთოს.
“ბენზემას ჯერ კიდევ “ლიონიდან” ვიცნობ და კარგად ვიცი, რაც შეუძლია. მე მისი ფანი ვარ და ძალიან მესიამოვნება, თუ იანვრიდან ჩემს გუნდში ვიხილავ. რომ შეიძლებოდეს და თავად ქარიმიც ამის მოსურნე იყოს, დღესვე მოვიყვანდი “ვილაში” და იგი ორ ტურში დარწმუნდებოდა, რომ პრემიერლიგაში გადმოსვლით კარგი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მას ვთავაზობთ ირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშს პრიმერა დივიზიონზე არანაკლებ ძლიერ ლიგაში.”


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი