ჯორჯო მზად არის დერბისთვის

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 01-დეკ, 00:279 beqa_beqa 1154


ჯორჯო კიელინიმ დაარწმუნა ბიანკონერის გულშემატკივარი , რომ თავს კარგად გრძნობს და შესძლებს კარიერაში მეორეჯერ გადამწყვეტი როლის შესრულებას ტურინულ დერბიში . იტალიელმა მცველმა გამოტოვა უკანასკნელი მატჩი ” მილანთან ” ტრავმის გამო , თუმცა როგორც ჩანს ხვალ იგი მოედანზე აუცილებლად გამოვა : ” ყველა ის პრობლემა , რომელიც ” ჩელსისთან ” შეხვედრაში წარმოიშვა , წარსულში დარჩა და თავს ამ ეტაპზე შესანიშნავად ვგრძნობ . ისედაც არაფერი სერიოზული არ ყოფილა და რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ , შევუდექი გუნდთან ერთად ვარჯიშს ” .


სწორედ ჯორჯომ გაიტანა სამი წლის გამართულ დერბიში გამარჯვების მომტანი გოლი , გამოიყენა რა პაველ ნედვედის გადაცემა …

” ასეთ შეხვედრაში გოლის გატანა ერთი სიამოვნებაა , რადგან ხვდები თუ რა ემოციას იწვევ არენაზე შეკრებულ ადამიანებში . თუმცა , უმეტესობა რატომღაც ” ტოროს ” მიიჩნევს ამ მხრივ უპირატესად , მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი იმის გამოა , რომ ისინი არ აფასებენ გამარჯვების მოპოვების სურვილს . შესაძლოა სხვადასხვა მიზნებისთვის ვიბრძოდეთ , მაგრამ სასტვენის შემდეგ ეს ყოველივე მეასე ხარისხოვანია , მაშინ ხომ დერბი იწყება . მოხარული ვარ ტორინოსთან დაპირისპირებით , ვფიქრობ სერია ა-ში ტურინს ორი გუნდი აუცილებლად უნდა ჰყავდეს და იმედი მაქვს ისინი შეძლებენ ადგილის შენარჩუნებას და უახლოეს წლებში გაცილებით სერიოზული პოზიციებისთვის ბრძოლას . ადრე , დერბი ერთსა და იმავე არენაზე იმართებოდა , ეხლა კიდევ დერბი სტუმრად მოუწევთ . ეს გამორჩეულიც კი არის რადგან , მეტოქის დამარცხება ერთი ქალაქიდან საკუთარ გაზონზე დიდი სიამოვნებაა . გავიტან თუ არა გამარჯვების მომტან ბურთს კიდევ ერთხელ ? იმედი მაქვს ! ეს იქნება ოცნების ახდენა , თუმცა დარწმუნებული ვარ ტორინოს ტიფოზერიას სცენარის სხვა კუთხით განვითარება სურს ” .

ბიანკონერიმ მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია ” მილანთან ” , თუმცა მაინც პირველ პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში …

” ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობთ და საერთოდაც ჯერ ჯერობით იმისი დრო ნამდვილად არ დამდგარა , რომ სატურნირო ცხრილში ვიხედოთ . ნებისმიერ შემთხვევაში , იმედი მაქვს , რომ პოზიციას რომელიც ეხლა გვიკავია , სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ ” .



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 1 დეკემბერი 2012 18:03
იუვენტუსი წელს სავარაუდოდ ჩემპიონი გახდება და მინიმუმ დუბლსაც გააკეთებს ასე ვფიქრობ მე, შესანიშნავ ფორმაში არიან და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ დღეს ევროპაში, მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვათ იმასაც ვიტყვი რომ მე მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვარ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (12)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)