დი ნატალე კარიერას უდინეზეში დაასრულებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-ნოე, 18:119 beqa_beqa 1428


"უდინეზეს" თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე აცხადებს, რომ კლუბში კონტრაქტის ბოლომდე ითამაშებს. გასულ ზაფხულს 33 წლის ფორვარდი "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთას ტურინელთა წინადადება უარყო. დი ნატალე გუნდში 2004 წლიდან გამოდის. მან მონაწილეობა 203 მატჩში მიიღო და 89 გოლი გაიტანა.

"უდინეზესთან" კონტრაქტი 2013 წლამდე მაქვს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ბოლომდე აღვასრულებ. ვაღიარებ, რომ კარიერის დასრულება სწორედ აქ მსურს. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს კიდევ ბევრ სარგებელს მოვუტან. ერთერთ მთავარ მიზნად "უდინეზეს" შემადგენლობაში 100-ე გოლის გატანს ვთვლი", - განაცხადა ფორვარდმა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)