დღის ახალი ამბები

დიდი ტრაგედია - მილანის ფეხბურთელმა თავი მოიკლა

დიდი ტრაგედია - მილანის ფეხბურთელმა თავი მოიკლა

''მილანის'' ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა წევრმა, საიდ ვისინმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებსა და სპორტულ საიტებზე გავრცელდა.

ვისინი გარდაცვლილი ქალაქ კამპანიაში, საკუთარ სახლში ნახეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვისინმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის ატანა უწევდა. თუმცა, მისმა მამამ განაცხადა, რომ ეს ტყუილია:

''ჩემს შვილს თავი იმის გამო არ მოუკლავს, რომ არ უყვარდათ. არსებობს კითხვები, თუ რატომ ჩაიდინა მან ეს, თუმცა ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდები ასე იქცევიან, როცა ბედნიერები არ არიან. ის ყველას უყვარდა. და საიდიც იმავეს განიცდიდა გარშემომყოფების მიმართ. ეკლესია სავსე იყო ახალგაზრდებით და ოჯახებით. რასიზმი არაფერ შუაშია ამ შემთხვევასთან''

 




გაზიარება
მოინახულეს 1 317-ჯერ
კომენტარები
რეკლამა