ჰულკენბერგმა შეიძლება ”ფერარიში” მასა შეცვალოს

სიახლეები / სხვა სახეობები / ფორმულა 1 18-ნოე, 17:129 FCB 1600


ფორმულა 1-ის სეზონი დასრულდა და ახლა მედიის მთავარი საზრუნავი ისაა, რომ მომავალი სეზონისთვის, გუნდების შემადგენლობები დააზუსტოს. ამ მხრივ, პირველ ინფორმაციაში, რომელიც აბუ დაბის დიდი პრიზის დასრულებისთანავე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ”უილიამსმა” გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი დაითხოვა.
და ამ ცნობამ ახალი ვარაუდები წარმოშვა გერმანელი პილოტის მომავლის შესახებ. მათგან ყველაზე სენსაციური კი გვეუბნება, რომ ჰულკი შეიძლება მომავალ სეზონში ”ფერარიში” ვიხილოთ, სადაც ბრაზილიელი ფელიპე მასას ადგილს დაიკავებს.
ჰულკენბერგი გასული სეზონის საუკეთესო ახალბედაა და ასე განსაჯეთ, ბრაზილიაში პოულ პოზიციასაც კი დაეუფლა და ბუნებრივია, მისით ბევრი გუნდი დაინტერესდა. მაგრამ მეორე მხრივ, მასას ”ფერარისთან” კონტრაქტი 2012 წლის სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ იტალიური გამოცემები ”ლა სტამპა” და ”ავტოსპრინტი” ირწმუნებიან, რომ გერმანელმა პილოტმა შესაძლოა, მალე მასა შეცვალოს. და მათ ამის დასტურად, ინკოგნიტო ინფორმატორის ნათქვამი მოჰყავთ, რომელიც ”ფერარის” თანამშრომელია.
მასამ ”ფერარისთან” კონტრაქტი გასული სეზონის დასაწყისში გააგრძელა და თითქოს, გუნდში ადგილიც გარანტირებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ იტალიურ გუნდს არსებული კონტრაქტების დარღვევის გამოცდილება აქვს - შარშან მარანელოელებმა ასე ფინელი კიმი რაიკონენი ესპანელი ფერნანდო ალონსოთი შეცვალეს. ასე რომ, მასას ადგილი გარანტირებული არ აქვს. მითუმეტეს, მან ეს სეზონი ჩააგდო - ვერც თავად აგროვებდა ქულებს და ვერც ალონსოს ეხმარებოდა საჩემპიონო მარათონში.
არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რამაც ჰულკენბერგს შეიძლება მასა შეაცვლევინოს. მისი მენეჯერი ცნობილი ვილი ვებერია, ვინც თავის დროზე, მიხაელ შუმახერის კარიერის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა და ვისაც ”ფერარის” ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ბუნებრივია, ის ამ ურთიერთობის გამოყენებას ეცდება, რადგან თავისი კლიენტის მოწყობით, თავადაც სოლიდურ შემოსავალს მიიღებს.
მაგრამ ”ლა სტამპა” ასევე წერს, რომ შესაძლოა, ეს ამბავი თავად ვებერის მიერაა გავრცელებული, ვისაც ჰულკენბერგისთვის ახალი გუნდი აქვს მოსაძებნი და ამ ჭორის გავრცელებით, თავის კლიენტს ფასს უწევს...


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი