ბალოტელი ივნისამდე სიტიში დარჩება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 18-ნოე, 17:149 beqa_beqa 1662


იტალიის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის"ფორვარდი მარიო ბალოტელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "მილანში" გადასვლისთვის მზადაა, მაგრამ მინიმუმ ივნისადმე "სიტიში" რჩება.

" 5 წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფრის თქმა არ შემიძლია. მართალია, რომ დერბის შემდეგ ადრიანო გალიანისთან ვისაუბრე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მასიმო მორატისთან რომ მესადილა, უნდა გეთქვათ, რომ "ინტერში" ვბრუნდები? რას ვფიქრობ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე? აჰ, იბრა და მე ძალიან ძლიერ წყვილს შექმნიდით", - განაცხადა 20 წლის ფეხბურთელმა.

ბალოტელიმ ასევე გამოხატა აზრი ავსტრიაში, იტალიასა და რუმინეთს შორის ამხანაგური მატჩის (1:1) შესახებ, რომლის დროსაც იმ ტრიბუნიდან, სადაც იტალიის გულშემატკივრები ისხდნენ, რასისტული შეძახილებით ”შეამკეს”.

"გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა ვთქვა. თუ მუდმივად მსგავსი რეპლიკების მოსმენა მომიხდა, არაფერი გამოგვივა. ჩეზარე პრანდელი ამბობს, რომ ყველამ პატივი უნდა მცეს და კარგი იქნებოდა, ასე რომ ხდებოდეს. ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში მიძახებენ და არ მინდა თამაში იმ მცირეოდენი ხალხის გამო შევწყვიტო, რომლებიც სტადიონზე მხოლოდ შეურაცხყოფის მოსაყენებლად დადის. ჩვენ ეს ადამიანები უნდა შევცვალოთ. ბრეშაში, სადაც მე ვცხოვრობ, უკვე მულტი-ეთნიკური იტალიაა. მოხარული ვიქნებოდი, რასიზმის პრობლემებზე უფრო მეტს რომ საუბრობდნენ, ვიდრე ჩემ მეგობარ გოგონებზე", - განაცხადა ბალოტელიმ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი