ფაბიო კაპელო: ვიზიარებ ლივერპულის მწუხარებას

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 18-ნოე, 17:169 beqa_beqa 2401


ჯერარდის ტრავმის გამო "ლივერპულის" ხელმძღვანელობაში შფოთავენ. კლუბმა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ერთ საათზე მეტ ხანს თამაში არ შეეძლო, თუმცა საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში კაპელომ ჰავბეკი მოედანზე 85-ე წუთამდე დატოვა, სანამ ტრავმა არ მიიღო. ამასთან დაკავშირებით, "ლივერპულის" სამედიცინო შტაბის უფროსმა დარენ ბერჯესმა თავის Twitter-ზე ინგლისის ნაკრებში მომუშავე ადამიანები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ სტივენ ჯერარდის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

"სტივენს მატჩის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ ერთი საათის განმავლობაში სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ ბერის ტრავმის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა. ამიტომ დარჩა ჯერარდი მინდორზე. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია, ფეხბურთელები იმდენ დროს ატარებენ მოედანზე, რამდენის ნებასაც რთავენ კლუბებში, მაგრამ ბერიმ მართლაც მძიმე ტრავმა მიიღო, ამიტომ გამოცდილი მოთამაშე გვჭირდებოდა, საფრანგეთს ხომ ძალიან ახალგაზრდული გუნდით ვეთამაშებოდით. სტივენმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მესმის "ლივერპულის " იმედგაცრუება, მაგრამ მეც არანაკლებ გულგატეხილი ვარ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (213)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი