დღის ახალი ამბები

თემურ ჭყონია ქართველებს დიდ საჩუქარს უკეთებს - ნახეთ რას აპირებს ბიზნესმენი

თემურ ჭყონია ქართველებს დიდ საჩუქარს უკეთებს - ნახეთ რას აპირებს ბიზნესმენი
8-11-2021, 20:56
---

30 ოქტომბერს ჩატარებული თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, წალენჯიხა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორც ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე კომპანიის წარმომდგენელმა განაცხადა, რომ ამ ქალაქში აპირებს ინვესტირებას და საკუთარი კომპანიების იურიდიული მისამართის გადატანას. მათ შორისაა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი თემურ ჭყონია, რომელმაც განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც წალენჯიხაში გეგმავს, სპორტია.

"მაქვს ბავშვთა სპორტის განვითარების გამოცდილება. ხშირად მესმის ქილიკი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წალენჯიხას არ ჰქონია სტადიონი და აქედანვე ვეუბნები წალენჯიხის მერს, რომ ჩავდივარ და ვუკეთებ სტადიონს. გარდა ამისა, ვუპოვი მწვრთნელს და მე როგორც მიყვარს, ისეთ მაღალ დონეზე დავაორგანიზებ ამ თემას.

მხოლოდ იმ სფეროებს შევეხები, რაც კარგად ვიცი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, განათლებაში ინვესტირება, სტუდენტების და ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება წალენჯიხაში დაბრუნების პირობით და ეს შეიძლება შეეხებოდეს ქალაქის ინტერიერის ცვლილებას", - განაცხადა ჭყონიამ bm.ge-სთან საუბარში.

წალენჯიხის საფეხბურთო კლუბი სქური საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ასპარეზობს, სადაც ამ დროისთვის მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო სეზონსაც ლიგა 4-ში გაატარებს.





გაზიარება
მოინახულეს 4 717-ჯერ
კომენტარები
რეკლამა