დღის ახალი ამბები

ესპანურმა მედიამ ილია თოფურიას ბრძოლის თარიღი დაასახელა

ესპანურმა მედიამ ილია თოფურიას ბრძოლის თარიღი დაასახელა


Today, 19:47
MMA

იქამდე, სანამ ილია თოფურია დაბრუნდება, UFC-ის მსუბუქი წონის ქამარი ხელში ჯასტინ გეიჯიმ ჩაიგდო. 2026 წლის პირველ ივენთზე მან პადი პიმბლეტი დაამარცხა და დროებით ქამარს დაეუფლა.

ილია თოფურიამ დღეს დაპოსტა, რომ "ჩემპიონი დაბრუნდა". ის ვარჯიშს შეუდგა და აშკარად აპირებს, კუთვნილი ქამარი უკან დაიბრუნოს.

ილია თოფურიამ ადრე განაცხადა, რომ მას ბრძოლა აპრილსა და ივნისს შორის პერიოდში სურს, თუმცა არსებობს ერთი თარიღი, რომელიც მისი დაბრუნებისთვის ყველაზე ლოგიკური იქნება.

MARCA-ს ჟურნალისტმა, ირატი პრატმა, ახალი ამბების გაზიარებისას, დაწერა, რომ „ელ მატადორი“ უკვე ემზადება შემდეგი ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 14 ივნისს, UFC-ის თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე გაიმართება. კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ დასძინა, რომ მას უთხრეს, რომ თოფურიას შემდეგი ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, „90%-იანი“ ალბათობით, თეთრ სახლში შედგება.


წყარო: belive.ge




  • ilia topuria, topuria, ილია თოფურია, თოფურია, უფც, გეიჯი, ufc
    გაზიარება
    მოინახულეს 110-ჯერ
    რეკლამა