დღის ახალი ამბები

რა კოეფიციენტი აქვს ლაშა ტალახაძის ჩემპიონობას

რა კოეფიციენტი აქვს ლაშა ტალახაძის ჩემპიონობას

27 წლის ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე ისეთი ფავორიტია, რომ სჯობს პირდაპირ ოქროს მედალი მისცენ, თუმცა მოდით, მისი გამოსვლით მაინც ვისიამოვნოთ.


2016 წლის ოლიმპიადაზე, ბრაზილიაში ლაშამ პირველი ადგილი დაიკავა. რიოში გამართულ თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. 

 

ტოკიოს ოლიმპიადა სულ რამდენიმე დღეში დაიწყება. ლაშა ტალახაძის ჩემპიონობაზე კომპანიები 1.09 კოეფიციენტს გვთავაზობენ.

 

ტალახაძე 1 გზის ოლიმპიური, 4 გზის მსოფლიო და 5 გზის ევროპის ჩემპიონია.


წყარო:  players.ge/




გაზიარება
მოინახულეს 4 703-ჯერ
კომენტარები
რეკლამა