დღის ახალი ამბები

ტალახაძის მეტოქე დოპინგის გამო მოკვეთეს - ახალი ინფორმაცია ოლიმპიადასთან დაკავშირებით

ტალახაძის მეტოქე დოპინგის გამო მოკვეთეს - ახალი ინფორმაცია ოლიმპიადასთან დაკავშირებით

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყების წინ, ლაშა ტალახაძეს გზიდან ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მეტოქე ჩამოცილდა. ბრაზილიელი მძიმეწონოსანი ძალოსნის ფერნანდო რეისის დოპინგტესტი დადებითი აღმოჩნდა და ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 31 წლის სპორტსმენი თამაშებს ჩამოაშორეს. 

"ფერნანდო რეისი მოკვეთილია იმ სპორტსმენების სიიდან, რომლებიც ტიკიოში ოლიმპიურ თამაშებზე გამოვლენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუფთა სპორტს და დოპინგის გამოყენებასთან ბრძოლას საგანმანათლებლო ინიციატივებით ვაგრძელებთ", - ნათქვამია ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

როგორც ირკვევა, რეისის ორგანიზმში ზრდის ჰორმონს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიაგნეს. თავად სპორტსმენი თავისი ადვოკატის პირით ირწმუნება, რომ აკრძალული პრერატები არ მიუღია. 

ძალოსანი ფერნანდო რეისი მძიმე წონით (+109 კგ) კატეგორიაში გამოდის, არის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და პანამერიკული თამაშების სამგზის გამარჯვებული. ბრაზილიელს მონაწილეობა ორ ოლიმპიადაზე აქვს მიღებული.- 2012 და 2016 წლებში, საუკეთესო შედეგი კი რიოში აჩვენა, სადაც ლაშა ტალახაძესა (1) და ირაკლი თურმანიძეს (3) ჩამორჩა და მე-5 ადგილი დაიკავა.




გაზიარება
მოინახულეს 2 163-ჯერ
კომენტარები
რეკლამა