6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე გამოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წარმომადგენელი. ასპარეზობაში ჩაერთვება ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებს..
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ)
გენო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. მისი მეტოქე გეიბლ სტივსონი იქნება. 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში ურთულესი მეტოქე ტაჰა აკგული 8:0 დაამარცხა და შეგვიძლია, მას ამ ოლიმპიადის აღმოჩენაც ვუწოდოთ. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, დაახლოებით, 15:00 საათზე დაიწყება.
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ)
ელიზბარ ოდიკაძეს ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან რთული ბადე აქვს. მისი მეტოქე 1/8-ფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი იქნება. თუ ელიზბარი ირანელის დამარცხებას მოახერხებს, მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აბდულრაშიდ სადულაევსა და აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოდიკაძე პირველ შეხვედრას 06:30 საათზე გამართავს.
სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
მხატვრულ ტანვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპი 05:20 საათზე დაიწყება. კვალიფიკაციაში მონაწილეობას 26 სპორტსმენი იღებს, ფინალში კი მხოლოდ 10 გადავა.
ვინ იქნება ხვალ ? 6 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თანაშებზე
5-08-2021, 16:10
გაზიარება
მოინახულეს 3 035-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
0
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
120
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
811
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
119
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად