დღის ახალი ამბები

"მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?

"მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?
1-08-2023, 12:05

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის.

მსა­ხი­ო­ბის მე­გო­ბა­რი ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი საღ­ლი­ა­ნი ჯაჭვლი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის:
- მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ხა­ტა სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, არი­ან ბნე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ბუ­ნე­ბით ბო­რო­ტე­ბას­თან წილ­ნა­ყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ორ­ჯერ გა­ავ­რცე­ლეს სო­სოს სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი და თავ­ზა­რი დაგ­ვცეს ყვე­ლას. მიკ­ვირს ასე­თებს რო­გორ სძი­ნავთ მშვი­დად?..
სოსო ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა თურ­ქეთ­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ის უკე­თაა, ის კი არა და წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა კი­დეც. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ იმა­ში, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. სოსო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ის არა­მარ­ტო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭი­ე­რე­ბით, არა­მედ საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში რო­გორ ვაჟ­კა­ცურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და. გვახ­სოვს, რო­დე­საც იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნა. თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი, რაც თავი მახ­სოვს სულ იდევ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით ხდე­ბო­და ეს. სწო­რედ ამას გა­მო­უ­ცხა­და სო­სომ ბრძო­ლა და გე­ლა­თი­დან წა­მო­ვი­და ფე­ხით. იმი­ტომ, რომ არ ეგუ­ე­ბო­და იმ­დრო­ინ­დელ რე­ჟიმს, შემ­დგომ ამას მოჰ­ყვა შიმ­ში­ლო­ბა, რაც არ იყო იოლი. მახ­სოვს, რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სთხო­ვა, შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა, ბო­დი­ში შე­მო­უთ­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, - ვერ ვას­რუ­ლებ ამას, რად­გან მე რომ ახლა შიმ­ში­ლო­ბა შევ­წყვი­ტო, ყვე­ლა­ფერს წყალ­ში ვყრიო. ასე­თი პი­როვ­ნე­ბაა სოსო.
- კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და­ე­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი?
- 1 წე­ლია, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. დი­აგ­ნო­ზის სა­ხე­ლი ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი რო­მაა ფაქ­ტია. ოღონდ მე იმე­დი­ა­ნად ვარ, რომ სოსო ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა. დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა საღ-სა­ლა­მა­თი და თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ში.
- თვი­თონ რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა, რას ამ­ბობს?
- ტე­ლე­ფონ­ზე ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, რად­გან სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა)




გაზიარება
მოინახულეს 3 866-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  3. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა