მსახიობისა და სპორტსმენის, სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა მეუღლემ, ირმა ჯაჭვლიანმა ამბები.ჯი-სთან ისაუბრა. შეგახსენებთ, სოსო მძიმე სენს ებრძვის და აგვისტოს შემდეგ თურქეთში იმყოფება.
- ახლა თურქეთში ვართ, აგვისტოს შუა რიცხვებში წამოვედით და იმის მერე აქ ვართ. არ მინდა წინასწარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, რადგან ეს ისეთი დაავადებაა, დაზუსტები არც იცი რა მოხდება. ჯერჯერობით ნორმალურად ვართ, ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ საბოლოოდ, არ ვიცი...
- კლინიკაში წევს ბატონი სოსო?
- კლინიკაში ცხოვრება და იქ ყოფნა ძალიან ძვირი ჯდება. ერთი ღამე 1000 ევრო ღირს და შეუძლებელია იქ გაჩერება. იაფიანი ბინა გვაქვს ნაქირავები და აქ ვცხოვრობთ, საჭიროების შემთხვევაში მივდივართ ხოლმე კლინიკაში.
- როგორ გრძნობთ თავს ბატონო სოსო, როგორ განწყობაზეა?
- მხნედ არის, სოსოს ის მომენტი არ ჰქონია, რომ დეპრესიულად ყოფილიყო. ქიმიიდან-ქიმიამდე ვართ, მოლოდინის რეჟიმში, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი.
- ფინანსური მდგომარეობა როგორი გაქვთ, ვინ გეხმარებათ?
- არ მინდა, ამ თემაზე საუბარით ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.
"ისევ თურქეთში ვართ, ქიმიიდან-ქიმიამდე...“ - როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა
22-09-2023, 14:12
კომენტარები
22-11-2024 23:04
1 770
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 019
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
298
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 011
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად