დღის ახალი ამბები

"მიჭირს შორიდან ამის ყურება" - აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო, როგორ ეხმაურებიან ცნობილები?

"მიჭირს შორიდან ამის ყურება" - აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო, როგორ ეხმაურებიან ცნობილები?


12-12-2024, 16:56

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ლი­ბე­რა­ლუ­რი ბაბ­ლის" წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აყე­ნე­ბენ და მათ­თვის "არა­ფე­რი წმინ­და არ არ­სე­ბობს".

"მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დე­ნენ ამ ძვირ­ფა­სი ქარ­თვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას და სა­ერ­თო­დაც, ბო­ლოს რა­ღაც ტენ­დენ­ცი­აა, ხელ­წე­რაა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, არც ვიცი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ უნდა ვუ­წო­დო. მათ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი წმინ­და, ქარ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფერს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას.
ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე მინ­და ამ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თო, აი, ამ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, არ მი­აქ­ცი­ონ მათ ყუ­რა­დღე­ბა და ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ამ ქარ­თვე­ლებს, ღირ­სე­ულ ხალ­ხს. ხვი­ჩას მინ­და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო", - გა­ნა­ცხა­და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ავ­რცე­ლებს.
ასე­ვე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.
"ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა ზი­ზღი, რამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა და ბუ­ლინ­გი მო­დის მათი მხრი­დან. ეს, პირ­ველ რიგ­ში, მათ აყე­ნებს ზი­ანს და მათ­თვის არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე ვფიქ­რობ, ეს უკვე თით­ქოს ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­უ­ვი­დათ და ამას ყვე­ლა ხვდე­ბა და ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს უკვე. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ იმიჯს აზი­ა­ნებს. ხვი­ჩას ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ მალე იგი ჩვე­ულ ფორ­მას და­უბ­რუნ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.
ცნობისთვის, ლაციოს წინააღმდეგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს გამოკვლევა ჩაუტარდა, რის მიხედვითაც, დაზიანება მედიალურ გვერდით იოგზე აქვს.
788-1733994230.jpg

წყარო: palitravideo.ge/





გაზიარება
მოინახულეს 1 196-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. “ახლახან ვნახე ხვიჩას ცოლი – დამთავრდა ეს ბიჭი… პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა… ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ" - ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  5. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
რეკლამა