დღის ახალი ამბები

კონორ მაკგრეგორი გურული სპორტსმენებით აღფრთოვანებულია - ირლანდიელი ქართველებს აკვირდება

კონორ მაკგრეგორი გურული სპორტსმენებით აღფრთოვანებულია - ირლანდიელი ქართველებს აკვირდება
16-02-2021, 09:57

კონორ მაკგრეგორს ინსტაგრამზე სულ 1024 გვერდი აქვს გამოწერილი და მათ შორის ერთ-ერთი ქართულია!

ჭიდაობის კლუბი 'ზვანელები' გურიაში 8 წლის წინ დაარსდა. თუმცა ოზურგეთელ ბავშვებს უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთაც იცნობენ! სოციალურ ქსელებში კლუბის ვიდეოებს ბევრი მნახველი ჰყავს - 'ზვანელებს' ფეისბუქისა და ინსტაგრამის აქტიური გვერდები აქვთ, სადაც კლუბის ყოველდღიურ ვარჯიშებზე შესრულებული ეფექტური გდებები იტვირთება.

სასიხარულოა, რომ კონორ მაკგრგეორს მათი ინსტაგრამ გვერდია ქვს გამოწერილი და ქართველებს სოციალურ ქსელში აკვირდება. როგორც ჩანს, ეფექტური ვარჯიშით ირლანიდელი მებრძოლი მოიხიბლა.







გაზიარება
მოინახულეს 3 047-ჯერ
კომენტარები
რეკლამა