დღის ახალი ამბები

როგორ გამოიყურება სერბი მოდელი, რომელსაც ჯოკოვიჩის ცდუნებისათვის 60 000 ევრო შესთავაზეს

როგორ გამოიყურება სერბი მოდელი, რომელსაც ჯოკოვიჩის ცდუნებისათვის 60 000 ევრო შესთავაზეს

ნატალია სჩეკიჩმა ევროპულ ჟურნალ Svet & Scandal-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სკანდალური განცხადება გააკეთა. სერბი ლამაზმანის თქმით, მას ნოვაკ ჯოკოვიჩის ცდუნების სანაცვლოდ 60 000 ევროს ჰპირდებოდნენ.

გეგმა ასეთ იყო: სჩეკიჩს ნოლე უნდა მოეტყუებინა და მასთან ჩართული კამერების წინაშე სექსით დაკავებულიყო, რისი მიზანიც ჯოკოვიჩის ცხოვრებისა და პირველ რიგში, ქორწინების დანგრევა იყო.

"ერთი ბიჭი დამიკავშირდა, რომელსაც ლონდონიდან ვიცნობ და სერიოზულ ადამიანად ვთვლიდი. როდესაც მან შეხვედრა მთხოვა, მეგონა, ეს საქმიანი შეხვედრა იქნებოდა. საუბრის მსვლელობისას დავინახე, რომ მას ჩემს ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მეგონა ფარული კამერა იყო, როდესაც მითხრა, რომ ნოვაკის ცდუნება და მისი გადაღება უნდა მომხდარიყო. ამ საქმის სანაცვლოდ დაახლოებით 60 ათასი ევრო (70 ათასი დოლარი) შემომთავაზა და მოგზაურობა იქ, სადაც ვისურვებდი. გამეცინა, ველოდი, რომ იხუმრა, მაგრამ ძალიან სერიოზული იყო. ეს ძალიან მეწყინა და თავი დამცირებულად ვიგრძენი. ისინი ნამდვილად ჯოჯოხეთურ გეგმას ამზადებდნენ. მითხრეს, ნოვაკი სადმე ინტიმურ ადგილზე წაიყვანე და ყველაფერი გადაიღეო. იმ წამს ვფიქრობდი, რომ მისთვის დამერტყა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან საზოგადოებრივ ადგილზე ვიყავით. ჩემი ნივთები შევაგროვე და წავედი. იმედი მაქვს, მან ვერ იპოვა გოგონა, რომელიც ამას გააკეთებს, რადგან ნოვაკის მიმართ არასამართლიანი საქციელი იქნება. ის არის ჩვენი საუკეთესო ელჩი, სამაგალითო ადამიანი, ოჯახის კაცი და ვინმემ არ უნდა აცდუნოს ფულის გამო ან თუნდაც ამის გაკეთება არ უნდა სცადოს"

იხილეთ მისი ფოტოები :










გაზიარება
მოინახულეს 1 257-ჯერ
კომენტარები
რეკლამა