დღის ახალი ამბები

კიდევ ერთი ქართველი ანორთოსისში ? ქეცბაიას ნაკრების ფეხბურთელის დამატება სურს

კიდევ ერთი ქართველი ანორთოსისში ? ქეცბაიას ნაკრების ფეხბურთელის დამატება სურს

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის შეადგენლობის გაძლიერება სურს და კვიპროსული მედია, კონკრეტულად კი goal.philenews ვაკო გვილიას შესაძლო ტრანსფერზე წერს. ეს საკითხი მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც გამცოდილი ბერძენი ნახევარმცველის ლაზაროს ხრისტოდოპულოსის ტრანსფერი ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია ლეგიაში 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში 9 უგოლო თამაში ჩაატარა, გასული სეზონი კი გაცილებით წარმატებული ჰქონდა - ყველა ტურნირზე 47 თამაშში 11 გოლი გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამდე ვაკოს გურნიკში, შვეიცარიულ ლუცერნში, ბორისოვის ბატეში, მინსკსა და ზაპოროჟიეს მეტალურგში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში კი 32 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.




გაზიარება
მოინახულეს 1 211-ჯერ
კომენტარები
რეკლამა