ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილს აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდებით – ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის.
ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში, ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს.
იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო.
ბასილაშვილი ორმოცდაათეულში ოთხი წლის წინ შევიდა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს და მას შემდეგ, რაც კაჭარავამ სპორტსმენის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სასამართლოს მიმართა,- ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ბიზნესმენის ადვოკატი მარიკა არევაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს
30-04-2021, 07:13
კომენტარები
22-11-2024 23:04
1 770
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 019
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
298
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 011
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად