<<>>

ლადო ვარძელაშვილი დააკავეს

პირადი ცხოვრება 22-თებ, 15:159 Sportnews 2902


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელსაც ნუცუბიძის ქ.N26-ში მომხდარ მკლველობასთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, დაკავებულია.

რამდენიმე წუთის წინ მთავარი სამმართველოდან ლადო ვარძელაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე გამოვიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ლადო ვარძელაშვილს ბრალი წაყენებული არ აქვს.

„ალბათ იცით რომ მოხდა უბედური შემთხვევა. უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა მისი მეგობარი დევი სირაძე, აქ არის გაუფრთხილებლობითი მკვლელობა. იარაღი გაუვარდა ვარძელაშვილის ერთ - ერთ მეგობარს ზვიად ქავთარაძეს. ქავთარაძე დაკავებულია და მასთან ერთად იარაღის მესაკუთრე ვარძელაშვილის ქვისლი ვახტანგ ბიჭიკაშვილიც.იარაღის მესაკუთრე იყო ვარძელაშვილის ქვისლი ვახტანგ ბიჭიკაშვილი, თუმცა იარაღი ვარძელაშვილის სეიფში ინახებოდა. დეტალებს მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. საქმეს გამოიძიებს მთავარი პროკურატურა ვინაიდან, აღნიშნულ საქმეში პოლიციელის ბრალეულობა იკვეთება,“- განაცხადა ლადო ვარძელაშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.

სავარაუდოდ ლადო ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1 ნაწილის ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შენახვა - ტარების მუხლით წარედგინება.

ადვოკატის თქმით, იარაღი ეკუთვნოდა ვარძელაშვილის ქვისლს ვახტანგ ბიჭიკაშვილს და ინახებოდა ვარძელაშვილის სეიფში.

შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისში, ნუცუბიძის N26 ნომერში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 45 წლის მამაკაცი დევი სირაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მკვლელობა დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. იგი, გუშინ, დაბრუნდა საბერძნეთიდან. მკვლელობის მიზეზები და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს კრიმინალური პოლიცია იძიებს.

დევი სირაძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. იგი სპორტის სამინისტროში 2009 წლიდან მუშაობდა. ის ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დევი სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სპორტისა და ახლაგზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ცხოვრობს.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (92)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი