Image

როგორ გაიძურწა საკონფერენციო დარბაზიდან ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, დათო ყიფიანის პასუხის შემდეგ

პირადი ცხოვრება / ფეხბურთი 31-მაი, 00:389 Sportnews 15687


















დინამოს“ ფეხბურთელებმა ლონდონში ადგილობრივი „ვესტ ჰემი“ 4:1 რომ გაანადგურეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცთან ერთად, ლეგენდარული დათო ყიფიანიც ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

საკუთარი გუნდის მარცხით გამწარებულმა ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დათოს უთხრა: მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდო. შემდეგ კი დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა... დარბაზი გაისუსა.

დათომ ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა. თქვენ კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძალიან ადვილია, უმუშევარი დარჩეთ და შიმშილით რომ არ მოკვდეთ, ეს კუპიურა გაიხსენეთ, ათმაგ ფასში გაგეყიდებათ. ეს კი პირველ ხანებში, პურის ფულად გეყოფათო... დარბაზმა მქუხარე ტაში დასცხო. ჟურნალისტი კი იქიდან გაიძურწა“.

წყარო: თბილისელები

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა