"ბევრი ჩემს ადგილას სპორტს დაანებებდა თავს" - ბასილაშვილზე 2 წელი ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ

პირადი ცხოვრება 28-მაი, 15:389 Sportnews 4505
image



ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ცნობილი ჩოგბურთელის პოლიციაში თავად მივიდა. ადვოკატმა ამის შესახებ “რადიო უცნობის” ეთერში ისაუბრა:

"არასამთავრობოები მანამდე არ დაშოშმინდნენ სანამ ნიკოლოზს ხელბორკილები არ დაადეს. ნიკოლოზი, ბოლო ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. გუშინ მითხრა, ბევრი ჩემს ადგილას სპორტს დაანებებდა თავსო. ის მუდამ დასტრესილი იყო, მნიშვნელოვანი თამაშების წინ ურეკავდნენ ადვოკატები, იყო ასეთი შემთხვევა, უიმბლდონის თამაშის წინა ღამეს, ორ საათზე ადვოკატებმა დაურეკეს და უთხრეს გადაეგზავნა სარჩელი, რომ დაყადაღებული ჰქონდა ყველაფერი.

მისთვის ქონებრივ დავაზე საუბარი იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ უჭირს ამაზე საუბარი. ის ამბობს როგორ შეიძლება ჩემს შვილს ვედავო ქონებაზე, მე თუ რამეს ვაკეთებ – ვაკეთებ ჩემი შვილისთვისო. ვფიქრობთ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, მოძალადეთ რომ წარმოჩენილიყო საზოგადოებაში", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

წყარო: resonancedaily.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)