"ახლა ამ დაფინანსებას შევუწყვეტ და გამოაქვეყნოს ის, რაც სურთ..." - რის გამო გადაუხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 100 000 დოლარი ყოფილ ცოლს

პირადი ცხოვრება 29-მაი, 00:179 Sportnews 4236
image



ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს და ნეკა დოროყაშვილის მიმართ ყველა სახის ფინანსურ დახმარებას წყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაუდასტურა.

„დიახ, ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს.

ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ერთ-ერთი სადაო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ძვირადღირებული ბინაა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე გამართეს.

საქმის ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, პირველ რიგში, საუბარი არ არის ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ, განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდებოდა, სხვადასხვა ფორმით.

საქმის კიდევ ერთმა იურისტმა, ანა აბაშიძემ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ ცოლს. ამ ინფორმაციას “საფუძველს მოკლებული” უწოდა.

“100 ათასი დოლარი, რომელიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნაჩუქარი იყო, ან კეთილი ნება, ბატონი ბასილაშვილის, მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ქალბატონ ნელის. წარმოიდგინეთ, საკუთარ სახლზე რომ გედავოთ, რომ ეს არის ნაჩუქარი. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად და იმაზე ნაკლებს დათანხმდა ქალბატონი ნელი, რაც კანონით ეკუთვნოდა

“თავად ბატონი ნიკოლოზი საუბრობს მედია გადაცემებში და აღიარებს აწ უკვე ყოფილი ცოლის როლს საკუთარ სპორტულ წარმატებაში. თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ რომ წვლილი აქვს ოჯახსა და ცოლს. ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდასაჭერად უარს ამბობდა საკუთარ კარიერაზე. მან კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში. შემდეგ არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, დამხმარებოდა ქმარს”.

წყარო: itar.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)