"ნიკას ნელისთვის 100 000 არასდროს გადაუხდია" - ბასილაშვილის ძმამ სრული სიმართლე გაამხილა

პირადი ცხოვრება 01-ივნ, 21:079 Sportnews 6501
image



ნიკა ბასილაშვილის ძმა თენგიზ (თენგო) ბასილაშვილი დეტალურად საუბრობს იმ საკითხებზე, რომელმაც ბოლო დღეებში საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი თქმით, ძალიან მძიმეა ის ბრალდება, რასაც ნიკას ნელი დოროყაშვილი უყენებს, რადგან ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ნიკა და აგრესია ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან.

"ნიკას სულ ენატრება ბავშვი და ბევრ ტურნირზე თქვა უარი, შვილი რომ ენახა. ნელისთან ცხოვრების დროს მას ოჯახურ პრობლემებზე არასდროს ულაპარაკია. თვეში 100 000 ლარიც არასდროს გადაუხდია. ეს იმხელა თანხაა, ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ თავის ოჯახს არაფერს აკლებდა", - განაცხადა ჩოგბურთელი ძმამ.

თენგო ბასილაშვილი "კვირის პალიტრასთნა" საუბრებს იმაზეც თუ რა მოხდა რეალურად 21 მაისს:

"კარანტინის პერიოდში მთელი ოჯახი ავჭალაში ვიყავით. შეიძლება ბევრი ცუდად იხსენებს კარანტინის პერიოდს,­ მაგრამ ჩვენ ისე გვყავდა ნიკა მონატრებული, პირიქით, გვიხაროდა, რომ აქ იყო. ერთად ვატარებდით დროს. ხან საჭმელს ვაკეთებდით, ხან ჩოგბურთს ვთამაშობდით. ბავშვი ძალიან ენატრებოდა, მაგრამ ლუკასი ნეკამ კახეთში, თავის მშობლებთან გაგზავნა და მის ნახვას ვერ ახერხებდა, თუმცა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პრეტენზია არც ჰქონია. კარანტინი რომ მოიხსნა, ბავშვთან ურთიერთობა განაახლა. იმ დღეს ნელისთან ბავშვის წამოსაყვანად ერთად მივედით. არ მინდოდა, მარტო მისულიყო, რადგან ნელისგან ცუდს ყოველთვის ველოდით.

ბავშვის ნახვის საათები­ ამოწურული არ იყო, რომ ავჭალაში, ჩვენს სახლში შემოიჭრა. ადვოკატები ამბობენ, რომ ტანსაცმლის მოსატანად მოვიდა, ნელი ამბობს, ბავშვის წამოსაყვანად მივედიო... ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია... ამას დაემატა ნიკას დაკავება, რაც ძალიან მძიმეა ოჯახისთვის. ამან შეიძლება მომავალ სპორტულ ასპარეზობებში ხელიც შეუშალოს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

განქორწინების პროცესში და მერეც ნელის პრეტენზიები ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით და ნიკა ყოველთვის ცუდს ელოდა. ამ პერიოდში ბევრმა ჩოგბურთელმა, ვინც ნიკას იცნობს, დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოში ძალიან ბევრმა, ვინც პირადად არც კი იცნობს ჩემს ძმას, მხარი დაუჭირა და მინდა მათ ნიკას სახელით მადლობა გადავუხადო. ნიკა თავისი ბუნებით ისე შორს არის ძალადობისგან, საზოგადოება ადვილად მიხვდა, რომ უდანაშაულოა, მომავალში კი უფრო დარწმუნდება", - აღნიშნა თენგო ბასილაშვილმა.

კვირის პალიტრა




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (39)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)