<<>>

ადამიანი გაიტაცეს და მიტოვებულ სახლში სასტიკად აწამეს - დაკავებულია საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

პირადი ცხოვრება 05-ივლ, 12:559 Sportnews 6882
image



კიდევ ერთი სპორტსმენი, რომელიც ძლადობრივი ჯგუფის წევრია - საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს.

იური ლომაძე, მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი, რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქე იძულებით გაიტაცეს და ოზურგეთის რაიონის, ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ სახლში აწამეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა.

ნაცემი და ნაწამები ახალგაზრდა ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული სპორტსმენი გეგა გეგეშიძის ახლო მეგობარია.

იური ლომაძე და მისი ძმა, დანაშაულში მონაწილე სამ პირთან ერთად სამართალდამცავებმა გუშინ გვიან ღამით, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებულები ამ დროისთვის ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. დანაშაული ორიდან ათ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გამოძიება ბრალს მათ ორი მუხლით 143-ე და 126-ე მუხლით ედავება. დანაშაული ორიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: newposts.ge


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (35)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი