კაკა და კაროლინი ახალ ვილას ეძებენ

პირადი ცხოვრება 28-ივნ, 19:049 admin 3607


მადრიდის ”რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას ცოლმა კაროლინ სელიკომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლის მადრიდული მომავალი ჯერ საკმაოდ ბუნდოვანია, მოვლენებს გაასწრო და გადაწყვიტა, რომ საკუთარი დანაზოგით, რომელიც “სულ რაღაც“ ოცდაოთხ მილიონ ევროს შეადგენს, მადრიდში ფეშენებელური სახლი შეიძინოს.
ამჟამად კაკა და მისი მეუღლე თავიანთ შვილთან ერთად მშვენიერ ვილაში ცხოვრობებ, რომელიც ორი წლის წინ თორმეტ მილიონად იყიდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, თვალი ხარბია და მაშინ, როდესაც კაკას თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალ ვილაში 60 მილიონი გაისროლა, კაროლინ სელიკომ თუნდაც 24-მილიონევროიან სახლში რატომ არ უნდა იცხოვროს?!
იმის შესახებ, რომ ახალი სახლის ყიდვა აქვს გულში ამოჭრილი, კაროლინ სელიკომ ბრაზილიელ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უკვე ვთქვით, მადრიდულ კლუბში კაკას მომავალი ჯერ ბუნდოვანია და არ არის გამორიცხული, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს. სწორედ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს სელიკოს საქციელში. არ არის გამორიცხული, რომ კაკას მეუღლემ ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა და ცოლ-ქმარს ამ ჟესტით იმის თქმა სურს, რომ “რეალიდან“ სხვაგან წასვლას არ აპირებენ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ბლეფი იყოს და სხვა არაფერი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 30 ივნისი 2011 18:03
კაკა რეალიდან რო წავიდეს გული გამისკდება გამოვა რო კაკას მაისური ტყუილა ვიყიდე თან ორიგინალი lol
Sportnews 29 ივნისი 2011 14:40
კაკა რეალში რჩება რა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი