შოკი: შაკი მკვლელია?

პირადი ცხოვრება 18-ივლ, 12:009 Sportnews 4783


შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა ლოს ანჯელესიდან. შაკილ ო'ნილის ყოფილმა მეგობარმა რობერტ როსმა ლეგენდარული ცენტრი მკვლელობასა და ადამიანების გატაცებაში დაადანაშაულა!

როსის თქმით, ო'ნილი პირადად გასცემდა მისთვის არასასურველი ადამიანების "მოშორების" ბრძანებებს - წერს Sporting News. უნდა აღინიშნოს, რომ თავად როსი ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი გახლავთ.

ერთ დროს შაკის საუკეთესო მეგობარი აცხადებს, რომ კალათბურთელი სხვადასხვა დროს მოითხოვდა მუსიკალური პროდიუსერის, კრიმინალური ავტორიტეტისა და უცნობი ქალის მოკვლას, რომელიც მისგან დაფეხმძიმდა.

ლოს ანჯელესის სასამართლოში შეტანილ განცხადებაში როსმა ისიც აღნიშნა, რომ შაკმა რამდენიმე მკვლელობა და აგრეთვე შეიარაღებული თავდამსხმა შეუკვეთა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ის ვერ ეწყობოდა.

და ეს არ არის ყველაფერი. როსის მტკიცებით, ო'ნილმა ერთხელ NBA-ის ერთ-ერთი მოთამაშისთვის "სამუშაო" ხელის მოტეხვა მოითხოვა (კობი ბრაიანტის ხომ არა?).

შეგახსენებთ, რომ ადრე მუსიკალური პროდიუსერი როსი ჩიოდა იმის გამო, რომ მისი სახლიდან გაქრა ფირი, რომელზეც შაკილის სექსუალური თავგადასავლები იყო აღბეჭდილი. მაშინ როსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის სახლში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო მომენტი, როცა შაკი უცნობ ქალთან სექსით იყო დაკავებული.

ბუნებრივია, შაკილის ადვოკატმა ყველაფერი უარყო. მისი თქმით, ო'ნილი როსს მხოლოდ იმის გამო დაუმეგობრდა, რომ ის სწორ გზაზე დაეყენებინა. როგორც ჩანს, "დიზელს" ეს არ გამოუვიდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 18 ივლისი 2011 13:40
admin,
ამ სტატიაშიც ეგ წერია და გადავწყვიტე დამედო
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 18 ივლისი 2011 13:07
რაულიტო,
ეს სტატია ცოთახნის წინ წავიკითხე ერთერთ უცხოურ სატზე სადაც მის როგორც მკვლელობების შეკვეთებზე ასევე დარბევებისა და დაშინებების ორგანიზატორობაზე იყო საუბარი.
Sportnews 18 ივლისი 2011 12:02
შეხედულება და აღნაგობა კი ისეთი აქვს შეიძლება მართლა მაფიოზი იყოს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (104)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი