ალჟირული წარმომავლობის ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. 48 წლის ზიზუს 4 ვაჟი ჰყავს. ფეხბურთელის და ახლა უკვე წარმატებული მწვრთნელის ოჯახს ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევენ.
ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზიდანის ცოლი, ვერონიკა ფერნანდესი. ვერონიკა ესპანელი პროფესიონალი მოცეკვავეა. წყვილმა ერთმანეთი 1989 წელს კანში გაიცნო. მაშინ ორივე 16 წლის იყო. გაცნობიდან 5 წლის შემდეგ, 1994 წელს დაქორწინდნენ და ქორწილი ბორდოში გადაიხადეს. მას შემდეგ წყვილი ერთადაა და თუ სოციალურ ქსელებს დავუჯერებთ, იდეალური ურთიერთობა აქვთ.
ზიდანსა და ვერონიკას 4 ვაჟი ჰყავთ და ოთხივე მამის კვალს გაჰყვა. წყვილს პირველი ვაჟი, ენცო ზიდანი 1995 წელს შეეძინა. ის ამჟამად საფეხბურთო კლუბ ლუზანაში თამაშობს, მეორე ვაჟი ლუკა, 1998 წელსაა დაბადებული და მადრიდის "რეალის" სათადარიგო მეკარეა.
მესამე ვაჟი, ტეო, 2002 წელსაა დაბადებული და ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც ფეხბურთელია, Cadete A-ში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ოჯახის უმცროსი წევრი, მეოთხე ვაჟი, ელიასი 2005 წელსაა დაბადებული და მადრიდის "რეალის“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს.
ზიდანების დიდი ოჯახი საოცრად მეგობრულია. ოჯახი წელიწადში ერთხელ მაინც ერთად მიდის დასასვენებლად და გულშემატკივრებს ერთობლივ ფოტოებს უზიარებს. ხშირად მართავენ ოჯახურ შეკრებებს.
განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ვერონიკას ვიზუალი, რომელიც იდეალურ ფორმაშია. 48 წლის ვერონიკა ფერნანდესი სოციალურ ქსელებში არ არის აქტიური და მისი პროფილი "ინსტაგრამზე“ მხოლოდ ახლობლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ყოფილი მოცეკვავის ფოტოებს ზიდანი და ასევე მათი შვილები ხშირად აქვეყნებენ, მათ შორის ისეთებსაც, სადაც ვერონიკა საცურაო კოსტიუმშია აღბეჭდილი.
ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც რეგულარულად ვარჯიშობს, აქტიური ცხოვრების წესი აქვს და ამბობს, რომ სწორედ ეს არის მისი ფორმებისა და ახალგაზრდული იერის მთავარი საიდუმლო.
წყარო: Ambebi.Ge
ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
5-07-2021, 11:43
კომენტარები
20-01-2025 22:00
0
„ჩემი გული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
ვრცლად
20-01-2025 17:19
810
ის რაც აქამდე არ გინახავთ – ხაბიბ ნურმაგომედოვის წარმოუდგენელი საქციელი როდესაც დვალიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადეს
ვრცლად
20-01-2025 16:08
103
"ბრძოლას ვერ ვუყურე..." - მერაბ დვალიშვილის მშობლებისა და ახლობლების პირველი ემოციები, დიდი გამარჯვების შემდეგ
ვრცლად
20-01-2025 13:16
174
“ერთი სული მაქვს…” – რუსი პიოტრ იანი, რომელიც დვალიშვილმა ერთხელ უკვე დაამარცხა, ქართველს ბრძოლაში იწვევს – რას წერს სოციალურ ქსელში ?
ვრცლად