24 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ემოციური აღმოჩნდა. საფრანგეთს პირველი მედალი ქართული წარმოშობის ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ მოუტანა. ლუკამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
"ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან ტოკიოში პირველი მედალი მოიპოვა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს", - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერში.
ლუკა მხეიძე 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობდა. მან სამხრეთ კორეელი ჯინ ვონ კიმი იპონით დაამარცხა და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავიდა. 25 წლის ძიუდოისტი უკვე მე-6 წელია საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. ტოკიოს ოლიმპიადამდე მისი ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ლისაბონში მოპოვებული ვერცხლის მედალი იყო.
ლუკა მხეიძე, 1996 წლის 5 იანვარს, თბილისში, დაიბადა. საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა ოჯახთან ერთად საქართველო 2009 წელს, 12 წლის ასაკში დატოვა. რვა თვის განმავლობაში ოჯახი პოლონეთში ცხოვრობდა, 2010 წელს პარიზში ჩავიდნენ, სადაც პოლიტიკური სტატუსით თავშესაფარი ითხოვეს. საფრანგეთის მოქალაქეობა ლუკამ 2015 წელს მიიღო.
2018 წელს იგი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის სპორტსმენმა რობერტ მშვიდობაძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
საფრანგეთი ზაფხულის 32-ე ოლიმპიადაზე ტოკიოში 398 სპორტსმენითაა წარმოდგენილი და ქართველი ლუკა მხეიძე პირველი მათგანია, ვინც ფრანგებს მედალი მოუტანა.
ლუკა დაქორწინებული არ არის. მას სამი და ყავს. მესამე, ყველაზე უმცროსი და საფრანგეთში დაიბადა.
დედმამიშვილებში უფროსი ვეკო მხეიძეა. ლუკას შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ambebi.ge ვეკოს საფრანგეთში დაუკავშირდა. განაგრძეთ კითხვა
"არასდროს ავიწყდება საკუთარი ფესვები. ბევრი დაბრკოლება გადალახა, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური სიძნელეები" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?
27-07-2021, 10:12
გაზიარება
მოინახულეს 1 094-ჯერ
კომენტარები

08-05-2022 10:41
153
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 140
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად

06-05-2022 18:05
589
მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა
ვრცლად

05-05-2022 15:49
1 028
4 სიტვა, რომელიც ანჩელოტიმ პერესს თამაშის შემდეგ უთხრა
ვრცლად