საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და ფრანგული საფეხბურთო კლუბ "ლიონის" ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გაძარცვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
შემთხვევა ლიონთან ახლოს, შასიეს კომუნაში, ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მიქაუტაძე საფეხბურთო კლუბ "ნიცასთან" გამართული მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
როცა მან ავტომობილი გააჩერა, მასთან ორი შეიარაღებული პირი მივიდა და სახლის გაღება მოსთხოვა. ფეხბურთელმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, მძარცველები მის სახლში შევიდნენ, რამდენიმე ძვირადღირებული საათი და სხვა ნივთები აიღეს და მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 - 200 ათას ევროს შეადგენს.
როგორც თავად მიქაუტაძემ განაცხადა, მძარცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
წყარო: resonancedaily.com
ლიონში, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს - ზარალი 200 000 ევროს შეადგენს
2-12-2024, 13:57
კომენტარები
20-01-2025 22:00
0
„ჩემი გული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
ვრცლად
20-01-2025 17:19
810
ის რაც აქამდე არ გინახავთ – ხაბიბ ნურმაგომედოვის წარმოუდგენელი საქციელი როდესაც დვალიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადეს
ვრცლად
20-01-2025 16:08
103
"ბრძოლას ვერ ვუყურე..." - მერაბ დვალიშვილის მშობლებისა და ახლობლების პირველი ემოციები, დიდი გამარჯვების შემდეგ
ვრცლად
20-01-2025 13:16
174
“ერთი სული მაქვს…” – რუსი პიოტრ იანი, რომელიც დვალიშვილმა ერთხელ უკვე დაამარცხა, ქართველს ბრძოლაში იწვევს – რას წერს სოციალურ ქსელში ?
ვრცლად