დღის ახალი ამბები

სტიქაროსნობიდან ძიუდომდე - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა წარმატებისკენ და ოჯახური იდილია

სტიქაროსნობიდან ძიუდომდე - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა წარმატებისკენ და ოჯახური იდილია

ქართველმა ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ძიუდოის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. ლაშამ სამ ოლიმპიადაზე შეძლო ტიტულის მოგება. 


 
ის ასევე არის ქართული ძიუდოს ისტორიაში  პირველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული.

თუმცა სპორტსმენის გზა წარმატებისკენ არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.


„დაიჯესტი“ დღეს ახალგაზრდა სპორტსმენის პირადზე გიამბობთ.

კარიერა



ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ-მდე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 73კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

2016 წლის 8 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორთაბრძოლაში მან გასული წლის ევროპის ჩემპიონი, ებრაელი საგი მუკი დაამარცხა.

ებრაელამდე შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა.

არის მსოფლიოს ჩემპიონი 2013 წელს (რიო-დე-ჟანიერო, გუნდური), მსოფლიო ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015; გუნდური), ევროპის ჩემპიონი 2012 (ჩელიაბინსკი, გუნდური), 2013 (ბუდაპეშტი, გუნდური), 2016 (ყაზანი, გუნდური), 2017 (ვარშავა, გუნდური) წლებში, საქართველოს ჩემპიონი 2017 წელს (73კგ), მსოფლიო თასის მფლობელი 2012 (თბილისი, 66კგ; პრაღა, 66კგ; ბუენოს-აირესი, 66კგ).
2012 წელს დასახელდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ წლის საუკეთესო სპორტსმენად. ამავე წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018 წელს) და ღირსების ორდენი (2016 წელს).


სტიქაროსნობიდან ოლიმპიადაზე

ლაშა წარმოშობით გორიდან არის. მშობლიური კარალეთის ეკლესიაში წლები სტიქაროსნად იმსახურა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ბავშვობას და პირველ მონაწილეობას ოლიმპიადაზე შემდეგნაირად იხსენებდა:


„დაახლოებით 11-12 წლისა ვიყავი, როცა გორში ძიუდოზე შევედი ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილთან.
თანასოფლელები ჭიდაობდნენ და მეც დამაინტერესა. სხვების მიღწევებს რომ ვუყურებდი, მეც მინდოდა, ისეთივე წარმატებული გავმხდარიყავი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი ჩემი ოცნება იყო. თუ რამეზე ვოცნებობდი, მხოლოდ ამაზე! კერპი არ მყოლია, ვქომაგობდი და მომწონდა ყველა წარმატებული სპორტსმენი.
ბავშვობაში ძიუდოს გარდა სხვა გატაცება არც მქონია. მარტივი ჭეშმარიტებაა - როცა რაღაც საქმეს აირჩევ, დანარჩენი გვერდზე უნდა გადადო და იმას მიუძღვნა ყველაფერი. მეც ასე ვფიქრობდი - რაც შემეძლება, ვივარჯიშებ, ვიმუშავებ და თუ არაფერი გამომივა, ჩემს თავს ვერაფერს დავაბრალებ-მეთქი.
ამისთვის მოვიკელი ყველაფერი და სპორტს მივუძღვენი თავი. მადლობა ღმერთს, უფალმა ნებისყოფა მომცა და შევძელი, ყველაფერი გვერდზე გადამედო.
მწვრთნელებთან ერთად, მიზნის მიღწევაში ოჯახიც ყველანაირად მიწყობდა ხელს იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკურად არ გვილხინდა. ამას ისიც დაემატა, რომ სახლში ზედმეტი ინდივიდუალური ვარჯიშისგან გადავიღალე და ახალგაზრდებში პირველი სეზონი ჩამივარდა. სწორედ მაშინ იყო, მამაჩემმა ტურნირზე წასასვლელად დიდი წვალებით ფული რომ მისესხა, საჭირო თანხა ძლივს შეაკოწიწა.
ასეთ დროს განსაკუთრებით ძნელია ჭიდაობა - ცალკე შეჯიბრებაზე ფიქრობ, ცალკე - ვალზე. როცა ევროპა და მსოფლიო წავაგე, მეც შემრჩა ის ვალი და უკვე მეორე სეზონზე დავიწყე ფიქრი, ეგებ მაშინ მაინც მოვიგო და გავისტუმრო-მეთქი.
წაგებებთან ერთად ფსიქოლოგიურად ამანაც ცუდად იმოქმედა. მეორე სეზონიც მარცხით დავიწყე - წავაგე ერთ-ერთი შიდა ტურნირი და მაშინ ვფიქრობდი, სხვებშიც თუ დავმარცხდებოდი, თავსაც დავანებებდი ძიუდოს. საბედნიეროდ, მწვრთნელების, ოჯახის დახმარებით, სწორი მკურნალობით კრიზისი დავძლიე და ისევ მოვხვდი ახალგაზრდულ ნაკრებში..“- ამბობს ლაშა შავდათუაშვილი.


პირადი

ლაშამ ბევრი გამარჯვება მოიპოვა და მალე პირადი ცხოვრებაც მოიწყო.

მას მეუღლე და 2 შვილი ჰყავს. თუმცა ოჯახის შესახებ საუბარს ყოველთვის ერიდება და ნაკლებად საუბრობს. ის შვილებთან ერთად სოციალურ ქსელში გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.


წყარო: digest.pia.ge





გაზიარება
მოინახულეს 5 161-ჯერ
კომენტარები
რეკლამა