მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის შევარდენის ბაზაზე ემზადება

რაგბი 05-თებ, 22:439 რაულიტო 2061


5 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდი ერთა თასის მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელიც ამავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. ბელგიასთან მოგებული (17:13) რთული თამაშის შემდეგ „ბორჯღალოსნები" პორტუგალისთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან. საქართველო პორტუგალიის თამაში 9 თებერვალს „მიხეილ მესხზე" 15:00 საათზე დაიწყება.

ბეგიასთან შეხვედრის შემდეგ ნაკრების თავკაცმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - შერკინების მოთამაშეები დავით ქუბრიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ამავე პოზიციის მორაგბეებით დავით ზირაქაშვილით და ირაკლი მირცხულავათი ჩაანაცვლა.

ქუბრიაშვილმა ბელგიასთან თამაშში წითელი ბარათი მიიღო და 10 დღიანი დისკვალიფიკაცი მისცეს, რის გამოც პორტუგალიასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება. მილტონ ჰეიგმა „ შევარდენზე" ეროვნული გუნდი თითქმის 2 სააათი ინტენციურად ავარჯიშა და სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტები დაამუშავებინა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მორაგბეებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე:" ბელგიასთან თამაშში რასაც ვგეგმავდით არ გამოგვივიდა. ამაში თავისი როლი მსაჯმაც ითამაშა, რომელმაც ძალიან გაგვაწვალა. თუმცა, ეს ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს ვერ ამართლებს. პორტუგალიასთან მატჩში ხარვეზები აუცლილებად უნდა გამოვასწოროთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. უფრო სწრაფად და ნაკლები შეცდომებით უნდა ვითამაშოთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს".

დავით კაჭარავა:" პორტუგალია ჩვენთვის ტრადიციულად რთული მეტოქე იყო და მითუმეტეს ახლა კიდევ უფრო ძნელი მატჩი გველის, რადგან ეს შეხვედრა მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ტარდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიამ შინ რუმინეთთან წააგო, ორმაგად მოტივირებული დაგვიპირისპირდება, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ და მორიგი გამარჯვება მოვიპოვოთ".

ვიქტორ კოლელიშვილი:" ორი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედით. საწყისი დღე აღდგენით პროცედურებს დაეთმო, ახლა კი სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ. ბელგიასთან თამაში არ გამოგვივიდა, იმედი მაქვს პორტუგალიასთან შეცდომებს შევამცირებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ. ძალიან გვინდა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მოვიდეს და აქტიურად გვიქომაგოს".


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
შერკინება: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე - "კლერმონი", საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ჩხაიძე (ორივე - "ტარბი", საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, მამუკა გორგოძე (ყველა - "მონპელიე", საფრანგეთი), რეზო ბელქანია ("ლელო"), შალვა მამუკაშვილი, ბექა ბიწაძე (ორივე - "არმია"), ვახტანგ მაისურაძე ("ალბი", საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე ("ბათუმი"), ვაჟა ხუციშვილი ("ხარები"), მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟუნიენი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე, ირაკლი ყიასაშვილი (ორივე - "ლელო"), მერაბ შარიქაძე ("ჰართლპული", ინგლისი), დავით კაჭარავა ("როდეზი", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი"), ალექსანდრე თოდუა ("ალბი", საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე ("მონ დე მარსანი", საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე ("აია"), ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი").


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი