რუსეთი-საქართველო რაგბი

რაგბი 22-თებ, 14:589 Sportnews 2751


საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ხვალ, 23 თებერვალს 15:00 საათზე სოჭში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, როგორც ყოველთვის ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან პრინციპულია და გამონაკლისი არც ამჯერადაა.

ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა წინა ტურში პორტუგალიასთან მატჩში მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.

შერკინების კვაჭის პოზიციაზე ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი) ითამაშებს, შალვა მამუკაშვილმა (არმია) კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

ხუთი ცვლილებაა სათადარიგოთა შორის. პორტუგალიასთან შეხვედრაში განაცხადში არ იყვნენ დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ლაშა ლომიძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) და ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

მათ, შესაბამისად, დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ბექა ბიწაძე (არმია) და ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) შეცვალეს.

საბრძოლო რაზმი გააცხადა რუსეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმაც.

წინდაწინვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებდნენ ძმები გრიგორი და ვალერი ცნობილაძეები. სამაგიეროდ, სათადარიგოთა შორის მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" მეორეხაზელი ვასილ კვერნაძე.

ძირითად შემადგენლობაში არიან ლეგიონერები, გარემარბი ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი) და მეორეხაზელი კირილ კულემინი (ლონდონ ველში).

საქართველო
15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.

რუსეთი
15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. მაქსიმ ტიმოშუკი, 3. ანდრეი იგრეცოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.
16. ანდრეი პოლივალოვი, 17. ევგენი პრონენკო, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. არტიომ ფატახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრობოვი, 23. სერგეი ტრიშინი.

მატჩის ტრანსლაცია ტელევიზიით არ მოხდება, ჩვენ კი გთავაზობთ ლინკს, სადაც მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გადმოიცემა.

პირდაპირი ტრანსლაცია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი