საქართველომ ესპანეთი გაანადგურა

რაგბი 09-მარ, 16:519 Sportnews 2473


საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 61:18 გაანადგურა. "მიხეილ მესხზე" შეკრებილმა ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან კარგი მატჩი იხილეს ბორჯღალოსნების შესრულებით.

ჩვენმა ნაკრებმა 8 ლელოს დადება მოახერხეს, ანუ გამარჯვების 4 ქულასთან ერთად 1დამატებითი ქულა მოიპოვეს და დღევანდე შეხვედრაში 5 ქულის მოპოვება შეძლეს. ჩვენი ნაკრები ჯგუფში ერთ პიროვნული ლიდერია და ბოლო მატჩი სტუმრად რუმინეთთან ელის, სადაც ერთა თასის მფლობელის ვინაობა გაირკვევა.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი ფაქტია, რომ დღეს მოედნიდან გააცილეს ჩვენი ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსელიძე. გულშემატკივრები და რაგბისტები მას ტაშის ფონზე აცილებდნენ.

"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს გამარჯვება, დღეს ერთამენთის გვერდზე დგომით ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს გვერდით დაგვიდგნენ, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პირველ მწვრთნელს და სპეციალისტებს, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ, მე ამ ბიჭების გვერდით მომავალშიც დავრჩები"-განაცხადა ირაკლი აბუსელიძემ.

"ძალიან მიჭირს ამ ფაქტის გააზრება, რომ ირაკლის გვერდით ვეღარ ვითამაშებ, ის იყო ჩვენი მეგობარი და ნამდვილი ვაჟკაცი, მას ყველა თვისება ჰქონდა კაპიტნობის, ის იყო შესანიშნავი კაპიტანი, გვინდოდა, რომ ისეთი ანგარიშით მოგვეგო, რაც ირაკლის ეკუთვნოდა და ეს შევძელით"-განაცხადა მამუკა გორგოძემ.

EsPoRT.Ge-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის ირაკლის იმ გაწეული შრომისთვის, რაც მან ჩვენი ნაკრებისთვის ამდენი წლის განმავლობაში გააკეთა და მომავალში წარმატებას უსურვებს თავის სამომავლო საქმეში.

საქართველომ  ესპანეთი გაანადგურა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (190)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი