<<>>

ყველაზე ცუდი ინფორმაცია ქართული რაგბის ირგვლივ

რაგბი 08-ნოე, 16:499 Sportnews 6678


6 ერის გუნდებთან დაგეგმილი ტურნირი აღარ შედგება


ნოემბრის დასაწყისში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა გულშემატკივრებს შეხვდნენ. შეხვედრისას ბაჩო ხურციძემ გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვსი ერის გუნდებთან დაგეგმილი ტურნირი აღარ შედგება:

„დღეს მივიღეთ წერილი ექვსი ერისგან და გაისად მაისში, ექვსი ერის გუნდებთან დაგეგმილი ტურნირი აღარ შედგება. სამაგიეროდ გვთავაზობენ, რომ მაისში ინგლისის ან უელსის გუნდთან გავიაროთ ერთკვირიანი ერთობლივი შეკრება, რომლის ფარგლებშიც გვექნება მართვადი თამაში. ჯერჯერობით უცნობია რა იქნება მომდევნო წლებში. პირველ ჯერზე ისინი ერთობლივ შეკრებას გვთავაზობენ და არაა გამორიცხული ტურნირი სამომავლოდ ჩატარდეს“.- განაცხადა ხურციძემ.

წყარო : newposts.ge


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი