რუსეთი-საქართველო “ბორჯღალოსნები” “დათვებს” მეთხუთმეტედ დაუპირსპირდებიან

რაგბი 17-მარ, 18:559 Sportnews 6444


რუსეთი -საქართველო

სოჭი. 19.03.2011

საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას ნეიტრალურ მოედანზე გამართვის ორწლიანი ტრადიცია 19 მარტს, სოჭში გასამართი მატჩით დაირღვევა  - რაგბის ქომაგებს კარგად ახსოვთ რომ ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ  რუსებმა უკრაინაში ნეიტრალურ მოედანზე, მარიუპოლში გვიმასპინძლეს. მარიუპოლი მაინცადა მაინც ნეიტრალური ქალაქი არ გახლდათ , თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა „ ბორჯღალოსნების“ „დათვებზე“ ტრადიცულ გამარჯვებას. შემდგომ  წელს ტრაპიზონში, მიუხედავად იმისა რომ ქალაქი მართლაც ნეიტრალური იყო რუსების ნაკრებს ალბათ არსად, თბილისშიც კი არ უგვრძნია მაყურებლის მხრიდან  მოწინააღმდეგის ამგვარი მხარდაჭერა და  უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი, რაც მატჩის პირველივე წუთიდანვე დაეტყოთ კიდეც რუს მორაგბეებს. საქართველოდან ტრაპიზონში ჩასულმა გულშემატკივარმა მართლაც ჩინებული ატმოსფერო შექმნა  და ნეიტრალური მოედანი მშობლიურ სახლად აქცია. მოკლედ “დათვები” „ნეიტრალურ“ მოედნებზე შინაც დამარცხდნენ და გასვლაზეც. ასე რომ  ტრადიცია კვლავ გაგრძელდა - რუსებს უკვე მეთხუთმეტე წელია ნებისმიერ მოედანზე, შინ თუ გარეთ, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ქართველი მორაგბეების ძლევა ვერა და ვერ მოუხერხებიათ. „ბორჯღალოსნებისა“ და„ დათვების“ დაპირისპირებაც ნეიტრალური მოედნიდან დაიწყო - სოპოტში,მსოფლიო თასის შესარჩევის ერთ-ერთ ეტაპზე, რუსებმა იმარჯვეს. შემდეგ, როგორც ქართული რაგბის სტაჟიან ქომაგს ახსოვს ეროვნულზე 1996 წელს, ფირას ჩემპიონატის მატჩში ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ. მას შემდეგ კი როგორც მოგახსენეთ ბორჯღალოსნები უშანსოდ ტოვებენ რუსებს. თუმცა 2002 წელს იყო მცირე ჩავარდნა, თბილისში სტუმრებმა 12:12 გაახერხეს.



საქართველოს ნაკრები სოჭში ევროპის ერთა თასის მფლობელის რანგში მიემგზავრება. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობაგანაღდებული „ბორჯღალოსნები“ საგულდაგულოდ მოემზადნენ ერთა თასის ბოლო მატჩისთვის, რაგდანაც დიდი სლემით (ყველა მატჩში გამარჯვება)  ტურნირის დასრულებას თავისი ხიბლი აქვს და მოწინააღმდეგეც ტრადიციულია.



რიჩი დიქსონის რაზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება  ვეტერანი მორაგბე, ზემოთნახსენები 1996 წლის მატჩის(პირველი გამარჯვება რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან) მონაწილე  გია ლაბაძე.



„ბორჯღალოსნები“ ხუთშაბათს 10.00სთ-ზე მ. მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართეს. “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა 19 მარტს, სოჭსი, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ:


 


ევროპის ერთა თასი 2011

რუსეთი-საქართველო

სოჭი, რუსეთი | 19 მარტი, 2011 წ.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


სასტარტო შემადგენლობა:



  1. დავით ხინჩაგიშვილი                                „ბრივი“, საფრანგეთი

  2. ჯაბა ბრეგვაძე                                              „ყოჩები“

  3. დავით ზირაქაშვილი                                 „კლერმონი“, საფრანგეთი

  4. ლევან დათუნაშვილი                                „ფიჟაკი“, საფრანგეთი

  5. ვახტანგ მაისურაძე                                     „სენ-ნაზერი“, საფრანგეთი

  6. გიორგი ჩხაიძე                                             „მონპელიე“, საფრანგეთი

  7. შალვა სუთიაშვილი                                   „მასი“, საფრანგეთი

  8. მამუკა გორგოძე                                           „მონპელიე“, საფრანგეთი

  9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.)                           „ოსერი“, საფრანგეთი

  10. მერაბ კვირიკაშვილი                                  „ფიჟაკი“, საფრანგეთი

  11. ლექსო გუგავა                                              „ლელო“

  12. თედო ზიბზიბაძე                                       „პერიგო“, საფრანგეთი

  13. დავით კაჭარავა                                           „ნიცა“, საფრანგეთი

  14. ირაკლი მაჩხანელი                                     „მაკონი“, საფრანგეთი

  15. ბესიკ ხამაშურიძე                                       „აია“, საქართველო


თადარიგი:



  1. ირაკლი ნატრიაშვილი                               „სტიაუა“, რუმინეთი

  2. ვასილ კაკოვინი                                           „ბრივი“, საფრანგეთი

  3. გიორგი ნემსაძე                                           „მონტობანი“, საფრანგეთი

  4. ვიქტორ კოლელიშვილი                            „კლერმონი“ (ესპუარები), საფრანგეთი

  5. ბიძინა სამხარაძე                                         „სტიაუა“, რუმინეთი

  6. ბექა ურჯუკაშვილი                                    „ფიჟაკი“, საფრანგეთი

  7. ლაშა მალაღურაძე                                      „ბეზიე“, საფრანგეთი


მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი



რუსეთი-საქართველო “ბორჯღალოსნები”  “დათვებს”  მეთხუთმეტედ დაუპირსპირდებიან



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (148)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი