ქართველმა მორაგბებმა ბრიტანულ ტურნეზე ბრიტანეთის არმიის სარაგბო გუნდი 30:17 დაამარცხეს

რაგბი 24-მარ, 19:249 Sportnews 4902


"მომავლის ბორჯღალოსნებად" წოდებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბროტანულ ტურნეზე იმყოფება, სადაც გუნდმა პირველი ამხანაგური ტესტ-მატჩი უკვე გამართა და ბრიტანეთის არმია 30:17 დაამარცხა. ეროვნული ნაკრების სათადარიგო მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 4-ჯერ დაალელოვეს და 2-2 გარდასახვა-საჯარიმოც გაუტანეს.

ქალაქ ჩელტენჰემთან მდებარე ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე გამართულ დაპირისპირებაში, ქართველთა მხრიდან 2 ლელო კარლენ ასეიშვილმა გაიტანა, თითოჯერ, თავი გიორგი შკინინმა და ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინეს, გარდასხვა-საჯარიმოები კი ირაკლი ყიასაშვილმა გამოიყენა.

"მომავლის ბორჯღალოსნები", რომელსაც ლევან მაისაშვილი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე წვრთნიან მომდევნო შეხვედრას 28 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის მორაგბეთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


საქართველო XV: გელა შალამბერიძე ("აია", ქუთაისი), ლაშა აზალაძე ("ლელო", თბილისი), ლაშა თავართქილაძე ("ფარული", რუმინეთი), ზვიად მაისურაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი კაჭარავა ("ლელო", თბილისი), ირაკლი ღვინჯილია ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე ("კლერმონი", საფრანგეთი), გიორგი შკინინი ("ხულიგანა", თბილისი), კარლენ ასეიშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე ("არმია", გორი), რეზო ბელქანია ("ლასეინი", საფრანგეთი), გიორგი მენაბდიშვილი ("გრენობლი", საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), რევაზ გიგაური ("ფიჟაკი", საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), ელიზბარ ყუფარაძე ("მონლუსონი", საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი ("ბეზიე", საფრანგეთი), ბაჩუკი გუჯარაიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), სანდრო ნიჟარაძე ("ვისოლი-ყოჩები", თბილისი), გოდერძი ჯოგლიძე ("ლელო", თბილისი), გიგა კორკელია ("ლელო", თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი), დავით დაუშვილი ("ლელო", თბილისი).


მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
მენეჯერი: დავით ჯალაღონია
ექიმები: რევაზ ჭუმბურიძე, შაჰინ აივაზოვი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (191)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი