საქართველოს თასზე არმიამ ლოკომოტივი ჩამოიშორა

რაგბი 03-აპრ, 09:569 slim4me 3431


2 აპრილს რაგბში საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა. თბილისში "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე 2 მატჩი შედგა. თბილისის "ყოჩებისა" და "აკადემიას" დაპირისპირება 9:9 დასრულდა, დებიუტანტმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებით გაძლიერებულმა "არმიამ" კი ტიტულოვანი "ლოკომოტივი" 11:9 დაამარცხა.

ამავე ეტაპზე ვანში ქუთაისის "აიამ" რუსთავის "ხარებს" 50:0 სძლია. ნახევარფინალის საგზურს ფლობს თბილისის "ლელოც".

ნახევარფინალში გუნდები ორმატჩიან რაუნდში გაარკვევენ ფინალისტების ვინაობას. "აია" "არმიას" უმასპინძლებს, ხოლო "ყოჩები" ნახევარფინალში "ლელოს" ეთამაშება. „ყოჩები" ნახევარფინალში უკეთესი სარეიტინგო მდგომარეობის მიზეზით გავიდნენ (იხ. თასის დებულება სრკ-ს ვებ გვერდზე). პირველი შეხვედრები 25 ივნისს გაიმართება განმეორებითი მატჩები კი 2 ივლისს ჩატარდება, ფინალი 9 ივლისს შედეგება.


საქართველოს თასის გათამაშება
2 აპრილი. შაბათი. 1/4-ფინალი
თბილისი. "ავჭალა". 2000

ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 9:11 (6:11)

ლოკომოტივი: 15. გიორგი კობერიძე, 14. ვახტანგ კავთიძე, 13. რატი ხუციშვილი (ვახტანგ ბერძენიშვილი 55), 12. ლუკა ხაჩირაშვილი, 11. დავით ჟამუტაშვილი (სანდრო ქავთარაძე 66), 10. ბობა კვინიხიძე, 9. ირაკლი ღვინჯილია; 1. პაპუნა ელოშვილი, 2. ლევან გენებაშვილი (ლევან ზარიძე 5), 3. გიორგი ვეფხვაძე, 4. გიორგი ოზგებაშვილი, 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. დავით ჩიტიძე (ლადო გუნიავა 75), 8. გიგა ნიშნიანიძე.
2 ჯარიმა: კვინიხიძე
1 არეკნი: კვინიხიძე
სინბინი: ბერიშვილი
მთავარი მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი

არმია: 15. ბახვა კობახიძე (რატი ნუცუბიძე 41), 14. გიორგი ელიზბარაშვილი, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. გივი ნადარეიშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი, 10. ლაშა ბაირამაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე (ალეკო ზაბახიძე 80); 1. ირაკლი ქოიავა (გიორგი კაკოვინი 70), 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. ლევან შენგელია, 4. გიორგი ჟღენტი, 5 მამუკა ცხადაძე (კახა კობახიძე 62), 6. გიორგი კალმახელიძე, 7. ლევან დარასელია (ჯაბა კიკვიძე 62), 8. ჯაბა ბრეგვაძე.
1 ლელო: ბრეგვაძე
2 ჯარიმა: ბახვა კობახიძე
სინბინი: კაკოვინი
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
რეფერი: რობიტაშვილი

თბილისი. "შევარდენი".
ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 9:9
ვანი.
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 50:0


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი