<<>>

"ექვსი ერის" ორგანიზაციამ "ბორჯღალოსნებს" კვლავ ცივი წყალი გადაასახა - საქართველოს ნაკრებს იაპონია ამჯობინეს

რაგბი 28-ივლ, 11:129 Sportnews 319
image



როგორც მოგეხსნებათ ექვსი ერის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ექსპერიმენტული ტურნირი ჩაეტარებინა და ტურნირზე ორი ნაკრები მიეწვია.

ექვს ერში მისაწვევი მთავარი ორი ნაკრები საქართველო და ფიჯი იყვნენ, ჩვენ ნაკრებს უკვე წლებია რაც პრეტენზია აქვს ამ ტურნირში თამაში და ყველა ფიქრობდა, რომ ექსპერიმენტში სწორედ "ბორჯღალოსნები" ჩაერთვებოდნენ.

მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო ექვსი ერის ორგანიზაციამ და ჩვენ ნაკრების იაპონიის ნაკრები ამჯობინა, ამის შესახებ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელბს.

ამ ინფორმაციას პრესტიჟული გამოცემა The Guardian გამოეხმაურა:

"ექსპერიმენტულად მოფიქრებულ ტურნირში ფიჯის და იაპონიის ნაკრებებიც ითამაშებენ, აღნიშნული გადაწყვეტლება ორგანიზაციამ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ იაპონია მსოფლიო ჩემპიონის 1/4 ფინალში გავიდა და ეს კომერციულად უფრო მომგებიანია, ვიდრე საქართველოს ნაკრების მიწვევა, იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე რაც მსოფლიოში და ამ კავშირებს შემოსავალი აკლიათ, ეს ფაქტი გახდა გადამწყვეტი" - ვკითხულობთ ბრიტანულ გამოცემაში.

Asie Rugby-ის აზრით ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდება:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი